ცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 18 აპრილი 2026, 13:09
მე პირადად, მართლა ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მგონია, რომ დებატი და დისკუსია არის ყველაზე კარგი გამოსავალი პოლარიზაციიდან- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა გურიის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

„ძალიან ბევრი საინტერესო თემა ჩაიშალა. კარგი პასუხებიც იყო, კარგი შეკითხვებიც იყო.  მჯერა, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. ბევრი თემა ჩაიწერეს ჩვენი ახალგაზრდულის წარმომადგენლებმა და დარწმუნებული ვარ, რომ გულით და ღირსებით მოეკიდებიან თითოეულ გამოწვევას, თითოეულ პრობლემას და მაქსიმალურად ეცდებიან, გვერდში დაუდგნენ ახალგაზრდებს. 

მე მართლა ძალიან მიხარია, რომ ასეთი ფორმატი გაჩნდა და იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ, ეკამათონ ერთმანეთს. სიამოვნებით დავესწრებოდი აბსოლუტურად ყველა შეხვედრას. უბრალოდ, საქართველოში სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებ ყოფნას, თორემ აუცილებლად ყველა რეგიონს ვესტუმრებოდი და თუ სადმე შევძლებ, რომ დავესწრო, მეც პირადად აუცილებლად ვეცდები, ყველა შეხვედრაზე ვიყო.“-განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გენო პეტრიაშვილი: მინდა მადლობა ვუთხრა დიდი გულის მქონე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ცოტნე ივანიშვილს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდობის საკითხებში და მუდმივად მოწოდებულია, ყველა პრობლემა ეფექტურად გადაიჭრას
ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: ცდილობენ თავი დაიძვრინონ, თითქოს, არ ყოფილან ჩეხი სპეციალისტის და ტრენერის შეხვედრაზე
ირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ დაკეტა
ნინო წილოსანი რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი უკვე დეკლარირებულად რევოლუციონერები არიან, რაც მთავარია, დამარცხებული რევოლუციონერები
საქმე გვაქვს სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს მიხედვით ჯგუფების მომზადებასთან - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოავლენს, რასთან გვაქვს საქმე
არქივი