ფინეთის პრეზიდენტი: საერთაშორისო ინსტიტუტები აღარ არსებობს. მოხდა გარდატეხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 18 აპრილი 2026, 16:06

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, საერთაშორისო წესრიგი შეიცვალა და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

“მისი ცვლილების რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ შეგვექმნა აღქმა, რომ ისტორია „ცივ ომთან“ ერთად, 1989 წელს დასრულდა, როცა 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა. ფუკუიამა ფიქრობდა, რომ მსოფლიოს დაახლოებით 200 სახელმწიფო ლიბერალური დემოკრატიის, საბაზრო ეკონომიკის და გლობალიზაციისკენ იმოძრავებდა. ეს არასწორი აღქმა იყო. ამის გამო ჩვენ ინტელექტუალურად გავზარმაცდით, უარი ვთქვით ისეთი ინსტიტუტების ცვლილებაზე, როგორიცაა გაერო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, და მსოფლიო ბანკი“, - განაცხადა სტუბმა.

მეორე მიზეზი, სტუბის აზრით, იყო რუსეთის შეჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვალში. ხოლო მესამე მიზეზი, რომელმაც საერთაშორისო წესრიგის ცვლილება დააჩქარა, არის ამერიკული დღევანდელი ადმინისტრაცია.

„ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები აღარ არსებობენ. მოხდა გარდატეხა. გაიზარდა კონფლიქტები; რუსეთ-უკრაინის, ისრაელ-პალესტინის, ისრაელ-ლიბანის, ისრაელ-აშშ-ირანის, სუდანის. ეს არის ის რთული მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით“, - დასძინა სტუბმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ამერიკული მსოფლიო ქრება: როგორ დაანგრია ტრამპმა მისი საფუძველი“
გიორგი გამსახურდია: ცოტნე ივანიშვილის გაჟღერებული პატრიოტული პოზიცია, არის ქვეყნისათვის სარგებლის მომტანი. უნდა დასრულდეს პოლარიზაცია
გენო პეტრიაშვილი: მინდა მადლობა ვუთხრა დიდი გულის მქონე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ცოტნე ივანიშვილს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდობის საკითხებში და მუდმივად მოწოდებულია, ყველა პრობლემა ეფექტურად გადაიჭრას
ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: ცდილობენ თავი დაიძვრინონ, თითქოს, არ ყოფილან ჩეხი სპეციალისტის და ტრენერის შეხვედრაზე
ირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ დაკეტა
არქივი