43
18 აპრილი 2026, 16:47
„ამერიკული მსოფლიო წესრიგი“ დასრულდა, წერს New York Times-ის კოლუმნისტი კარლოს ლოსადა.
მიზეზი არაა ის, რომ ვაშინგტონის ძალა ამოიწურა, არამედ ის, რომ მას აღარავინ ენდობა.
ტრამპს სურს ჰეგემონის ყველა პრივილეგიით სრულად ისარგებლოს, მაგრამ ამავე დროს სრულად უგულებელყოფს პარტნიორების წინაშე არსებულ ვალდებულებებს.
სწორედ ნდობა იყო ამ გავლენის მთავარი საფუძველი.
დღევანდელი თეთრი სახლის ადმინისტრაცია კი, ავტორის შეფასებით, უბრალოდ „ატყუებს“ მოკავშირეებს და მათთან კონსულტაციასაც კი არ თვლის საჭიროდ.
შედეგად, აშშ უკვე აღარ მოქმედებს როგორც ზესახელმწიფო. ის მხოლოდ უშედეგოდ ცდილობს შეინარჩუნოს აბსოლუტური ძალაუფლება ისე,რომ ამ ძალაუფლებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობა არ აიღოს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |