„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კაპანაძე ვერ უარყოფს ოპოზიციის კავშირს ჩეხ აქტივისტ იგორ ბლაჟევიჩითან, თუმცა, აცხადებს, რომ ბლაჟევიჩის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას თავად არ დასწრებია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 18 აპრილი 2026, 18:54

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კაპანაძე ვერ უარყოფს ოპოზიციის კავშირს ჩეხ აქტივისტ იგორ ბლაჟევიჩითან, თუმცა, აცხადებს, რომ ბლაჟევიჩის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას თავად არ დასწრებია.

„პირადად მე, არანაირ შეხვედრას არ დავსწრებივარ, სადაც ეს ადამიანი რაიმე სახის ტრენინგებს ატარებდა", - განაცხადა კაპანაძემ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა იგი მისი თანაგუნდელების დასწრებას ამ სახის ტრენინგზე და ზოგადად ოპოზიციური ალიანსის კავშირს ბლაჟევიჩთან, კაპანაძე პასუხად კვლავ აცხადებს, რომ არანაირ შეხვედრას არ დასწრებია.

„იმ პირის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას, რომელზეც თქვენ მეკითხებით, მე არ დავსწრებივარ“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დებატები მის ინტერესში არ შედის
ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორი - პროკურატურამ ჯაჭვი წარმოადგინა რგოლების გარეშეო, პირიქით, წარმოვადგინეთ უამრავი რგოლით, რაც ადასტურებს დანაშაულს
ნინო რაზმაძე: ყველა აქციაზე ვიდექი, როდესაც ვაპროტესტებდით „გრანტების კანონს“, ყველას ეთაკილებოდა, რატომ უნდა ყოფილიყო აგენტი, მაგრამ, პირადი გამოცდილებით, უკვე ძალიან პოზიტიურად ვუყურებ ამ პროცესს
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ლიკვიდირებულია თავდამსხმელი
დავით ქართველიშვილი: მთელი მსოფლიო ხედავს და რაც მთავარია, საქართველოში თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველო ნელ-ნელა იქცევა გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის სუბიექტად
არქივი