კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატით ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა - არიან დაღუპულები და დაჭრილები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 18 აპრილი 2026, 19:01

ეროვნული პოლიციის სპეციალურმა დანაყოფმა „კორდმა“ შტურმით აიღო მაღაზია, სადაც ბოროტმოქმედი იმყოფებოდა.

მან ადამიანები მძევლად აიყვანა და დაკავებისას პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა.

მანამდე მასთან დაკავშირებას და მოლაპარაკებას ცდილობდნენ.

კიევში დაჭრილებს შორის არის ბავშვიც. თავდამსხმელი სუპერმარკეტში არის ბარიკადირებული, იქ კვლავ ისმის გასროლები. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მისი თქმით, დაჭრილი გოგონა საავადმყოფოში გადაჰყავთ, ხოლო დაზარალებულ ზრდასრულებს ექიმები ადგილზე ამოწმებენ.

კლიჩკოს განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, დაჭრილია სულ მცირე ხუთი ადამიანი.

„მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია იმ მამაკაცის დასაკავებლად, რომელმაც სროლა დაიწყო და ამჟამად სუპერმარკეტის შენობაში იმყოფება.

წინასწარი ინფორმაციით, სუპერმარკეტში კვლავ ისმის გასროლები“, — დაწერა უკრაინის დედაქალაქის მერმა.

ინციდენტი კიევში, გოლოსეევსკის რაიონში დაფიქსირდა.  

უკრაინის ეროვნული პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ ზუსტდება.

უკრაინული ტელეგრამ-არხები წერენ, რომ დაახლოებით 60 წლის მამაკაცი, რომელიც ავტომატით იყო შეიარაღებული, შეიჭრა სუპერმარკეტ „ველმარტში“ და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.

ოფიციალურად ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.

ადგილობრივი გვერდები ასევე იუწყებიან, რომ ოთხი ადამიანი დაიღუპა, თუმცა ეს მონაცემებიც პოლიციას ჯერ არ დაუდასტურებია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დებატები მის ინტერესში არ შედის
ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორი - პროკურატურამ ჯაჭვი წარმოადგინა რგოლების გარეშეო, პირიქით, წარმოვადგინეთ უამრავი რგოლით, რაც ადასტურებს დანაშაულს
ნინო რაზმაძე: ყველა აქციაზე ვიდექი, როდესაც ვაპროტესტებდით „გრანტების კანონს“, ყველას ეთაკილებოდა, რატომ უნდა ყოფილიყო აგენტი, მაგრამ, პირადი გამოცდილებით, უკვე ძალიან პოზიტიურად ვუყურებ ამ პროცესს
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ლიკვიდირებულია თავდამსხმელი
დავით ქართველიშვილი: მთელი მსოფლიო ხედავს და რაც მთავარია, საქართველოში თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველო ნელ-ნელა იქცევა გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის სუბიექტად
არქივი