მიხეილ სარჯველაძე - ძალიან გვტკივა გული დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ და განვმარტავთ, რას ვგეგმავთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 18 აპრილი 2026, 22:45

მინდა, გამოვეხმაურო დიუშენის სინდრომის საკითხს, რომელიც ბოლო დღეებში ვნებათაღელვის საგანი გახდა. ძალიან რთულ საკითხზე მიწევს საუბარი, როდესაც დიუშენის სინდრომზე ვსაუბრობთ. ეს მართლაც მძიმე დიაგნოზია და არ მინდა, რომ არასწორი შთაბეჭდილებები შეიქმნას დამოკიდებულებებსა და პოზიციებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კარგად ესმის იმ ემოციებისა, რომლებიც აქვთ პაციენტებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს.

„აბსოლუტურად კარგად მესმის იმ ემოციებისა, რომლებიც აქვთ პაციენტებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ რამდენიმე დეტალი დავაზუსტოთ და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ საკითხის ირგვლივ – ყოველი ფაქტის, კლინიკური დასკვნისა და გარემოების გაშუქებით. ამავდროულად, ეს აუცილებელია იმისთვისაც, რომ იმ ადამიანების სიყალბეს ავხადოთ ფარდა, რომლებიც ცდილობენ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სამინისტროს ექნება დამატებითი კომუნიკაცია.

„ეს არ არის მარტივი საკითხი, რომელზეც იოლად შეიძლება საუბარი, მათ შორის, ეთერის მეშვეობითაც. ეს მეტად რთული და სენსიტიური თემაა. თუმცა, მერწმუნეთ, რომ ამ დღეებში დუმილი არ ნიშნავს ნაკლებ ემპათიას. პირიქით, ძალიან გვტკივა გული ამ ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ და იმასაც განვმარტავთ, რას ვგეგმავთ და რა გაკეთებულა აქამდე ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„უოლ სთრით ჯორნალი“ - პრეზიდენტ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, „ტრამპთაუერ თბილისის“ აშენებას გეგმავს
უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, პეტერ მადიარის პარტია „ტისამ” 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება
მიხეილ სარჯველაძე: სახელმწიფომ უნდა დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული და ქართველების გზა არის რევოლუცია
დავით ქართველიშვილი: არც მოსკოვს დავუბრუნდებით მუხლებზე ხოხვით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული
არქივი