უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, პეტერ მადიარის პარტია „ტისამ” 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 18 აპრილი 2026, 23:18

ხმების საბოლოოდ დათვლის შემდეგ, უნგრეთში პეტერ მადიარის პარტიამ პარლამენტში იმაზე მეტი ადგილი მიიღო, ვიდრე აქამდე იყო დათვლილი, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მადიარის პარტია „ტისამ” 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა. მედიის ცნობით, წინასწარი დათვლის თანახმად, „ტისა” პარლამენტში 138 ადგილის მოპოვებას შეძლებდა, ყველა ხმის დათვლის შემდეგ კი ეს რაოდენობა 141-მდე გაიზარდა. შესაბამისად, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“ პარლამენტში 52 ადგილი ექნება, პარტიას „ჩვენი სამშობლო“ კი – 6.

აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებით, პეტერ მადიარის პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.

ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„უოლ სთრით ჯორნალი“ - პრეზიდენტ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, „ტრამპთაუერ თბილისის“ აშენებას გეგმავს
მიხეილ სარჯველაძე: სახელმწიფომ უნდა დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული და ქართველების გზა არის რევოლუცია
მიხეილ სარჯველაძე - ძალიან გვტკივა გული დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ და განვმარტავთ, რას ვგეგმავთ
დავით ქართველიშვილი: არც მოსკოვს დავუბრუნდებით მუხლებზე ხოხვით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული
არქივი