57
19 აპრილი 2026, 13:51
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ის ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.
ილია სულამანიძე კი მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ფინალური ბლოკის ბრძოლები 16:00-ზე დაიწყება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |