თამარ ჩიბურდანიძე: Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ პოლიტიკური განაცხადიცაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 19 აპრილი 2026, 16:13

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.

მისი თქმით, საქართველომ შეძლო და გაუძლო ურთულეს პროცესებს და დღეს რეგიონში სტაბილური სახელმწიფოს სტატუსი აქვს. ჩიბურდანიძის განცხადებით, Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში ერთგვარი პოლიტიკური განაცხადია.

„როდესაც ქვეყანაში ასეთი მსხვილი კომპანია შემოდის, ეს მიუთითებს სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და ეკონომიკურ მდგრადობაზე. ხოლო, როდესაც ქვეყანაში აშშ-ს პრეზიდენტის პირადი კომპანია შემოდის მისივე ვაჟის ხელმძღვანელობით, ეს უკვე პოზიტიური პოლიტიკური ურთიერთობების ნიშანია და ქვეყნებს შორის ახალი სტრატეგიული ურთიერთობების დაწყებაზე მეტყველებს.

Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ, პოლიტიკური განაცხადიცაა. შეუძლებელია ამერიკის პრეზიდენტი იმ ქვეყანაში შევიდეს პირადი ბიზნესით, რომელთანაც ურთიერთობები უკვე დალაგებული არა აქვს. დიდი ბიზნესმენები პირველ რიგში სწორედ პოლიტიკურ ნიადაგს ამზადებენ და რისკების შეფასების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს.

საქართველომ გაუძლო ორ უმძიმეს ტურბულენტურ პროცესს - უკრაინისა და ირანის ომებს. გაუძლო ზეწოლას, არ აჰყვა პროვოკაციებს და მოიპოვა რეგიონში სტაბილური სახელმწიფოს სტატუსი. ასევე, სწორედ ამ ეკონომიკურად კრიზისულ პერიოდში, შეძლო ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და დაიწყო საერთაშორისო დონის უმსხვილესი პროექტები, რომლებმაც კიდევ უფრო აწია საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური წონადობა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში.

საქართველოსადმი ასეთი ინტერესი, რეგიონში ჩვენი ქვეყნის უპირობო დომინანტობის აღიარებაა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჩვენ ვერც მეზობელ სახელმწიფოებს წაგვკიდეს და ვერც სტრატეგიული პარტნიორები დაგვაკარგვინეს.

ახლა ევროპის დროა, რომელიც ჯერ კიდევ ჯიუტობს პოლიტიკურად, მაგრამ ჩვენ არსად გვეჩქარება. დრო მხოლოდ ბრიუსელზე მუშაობს ნეგატიურად. საქართველო კი ყოველდღიურად წინ მიიწევს და არავინ ვიცით, ხვალ რა საუკეთესო სიურპრიზებს გვიმზადებს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: უახლოეს წლებში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური შესაძლებლობებისადმი საერთაშორისო ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება
გიორგი გაბუნია: გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი
მეუფე გიორგი - მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ!
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა
არქივი