პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 19 აპრილი 2026, 19:44

პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა. „გრან პალეში“ ეროვნულ სტენდზე, მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულმა მრავალფეროვანმა ლიტერატურულმა და კულტურულმა პროგრამამ, სლოგანით - „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“, ფესტივალის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

წარმოდგენილი იყო 120-ზე მეტი ფრანგულ ენაზე თარგმნილი გამოცემა. გაიმართა წიგნების პრეზენტაციები, კინოჩვენებები, მუსიკალური, ასევე საბავშვო შემეცნებითი ღონისძიებები, მოეწყო გამოფენები და შეხვედრები ავტორებთან და უცხოელ გამომცემლებთან. პანელურ დისკუსიებში კი მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ავტორებმა და 10-მდე გამომცემლობამ. დღეს, პარიზის „სალ გავოს“ საკონცერტო დარბაზში ქართველი და ფრანგი მუსიკოსების მონაწილეობით დასკვნითი ღონისძიება გაიმართება - ქართული მუსიკის კონცერტი „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“. საფრანგეთის მუსიკალურ სენასთან არსებული ორკესტრი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, ქართულ მუსიკას პირველად შეასრულებს. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრება.

ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდით მონაწილეობა მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის ქართული ლიტერატურისა და კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: უახლოეს წლებში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური შესაძლებლობებისადმი საერთაშორისო ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება
გიორგი გაბუნია: გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი
მეუფე გიორგი - მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ!
გიორგი ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობაზე: უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის
არქივი