63
19 აპრილი 2026, 21:56
მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი, - განუცხადა „იმედის კვირას“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
„ადამიანი ახალგარდაცვლილია. ორმოცი არ გასულა მისი, არის სააღდგომო-სადღესასწაულო დღეები და ძალიან საკვირველია, ამ პერიოდში პოულობ ასეთ განწყობებს საკუთარ თავში, რომ მსგავსი რამ ისაუბრო ადამიანზე, რომელსაც მთელი საქართველო გაეტირა“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ წარსულში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ ნანობს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |