გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით, - განუცხადა „იმედის კვირას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, გეგმა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, მიზანმიმართული გეგმაა, რაც მიზნად ისახავს ეკლესიის ავტორიტეტის შესუსტებას, ეკლესიის დასუსტებას.
„ეს არის გარკვეული კოორდინაციით შექმნილი მცირე ჯგუფი, რომელთაც აქვთ პირდაპირი დავალება, რომ თავს დაესხან ეკლესიას და მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტაცია, ვინაიდან მათ შიდა თუ გარე პატრონებს არასდროს მოსწონდათ ეკლესიის მაღალი ავტორიტეტი. ეკლესიის მაღალი სანდოობა საზოგადოებაში.
ამიტომ, ეს გეგმა ჩვენ რასაც ვხედავთ, მიზანმიმართული გეგმაა, რომელიც მიზნად ისახავს ეკლესიის ავტორიტეტის შესუსტებას, ეკლესიის დასუსტებას, მაგრამ აქ ერთი რამე უნდა ითქვას, ჩვენი აწ უკვე გარდაცვლილი პატრიარქის ყველაზე დიდი დამსახურება არის ის, რომ დღეს ეკლესია ისეთი ძლიერია, ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. ამ სიძლიერეს და ამ ერთიანობას ეს თითო-ოროლა ბედოვლათი ნამდვილად ვერ მოერევა და ამას ნამდვილად ვერავინ შეძლებს. ყველაზე მთავარი რაც არის, რომ დღეს ეკლესიის ირგვლივ არის ერი.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით. ჩვენ ვართ ერთიანი ჩვენი ეკლესიის ირგვლივ და ასეთი ადამიანები ვერაფერს დააკლებენ ეკლესიას“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ წარსულში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ ნანობს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |