ზაზა დობორჯგინიძე: ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთს თავიდან მოუტანა ხანმოკლე პროგრესი, თუმცა მას შემდეგ ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგა წინ, დარჩა ღარიბ ქვეყნად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
127 20 აპრილი 2026, 10:22

ბულგარეთში ბოლო ხუთ წელში მერვე არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ყველაზე პრორუსულმა და ევროსკეპტიკოსმა კანდიდატმა დიდი სხვაობით გაიმარჯვა- წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ეს კარგი მაგალითია, თუ რატომ არ ნიშნავს ევროკავშირი ავტომატურად განვითარებას და რუსული გავლენებისგან თავისუფლებას და რამდენად აცდენილია რეალობას ის მიდგომა, რომელიც პანაცეად წარმოაჩენს წევრობას.

„ბულგარეთში ბოლო ხუთ წელში მერვე არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ყველაზე პრორუსულმა და ევროსკეპტიკოსმა კანდიდატმა დიდი სხვაობით გაიმარჯვა.

ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთს თავიდან მოუტანა ხანმოკლე პროგრესი, თუმცა მას შემდეგ ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგა წინ დარჩა კორუმპირებულ და ღარიბ ქვეყნად მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობით.

კარგი მაგალითია, თუ რატომ არ ნიშნავს ევროკავშირი ავტომატურად განვითარებას და რუსული გავლენებისგან თავისუფლებას და რამდენად აცდენილია რეალობას ის მიდგომა, რომელიც პანაცეად წარმოაჩენს წევრობას“, - წერს დობორჯგინიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი