ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 20 აპრილი 2026, 15:46

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ არჩევნებში გამარჯვება ბულგარელი ხალხისთვის მუდმივი პროგრესისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება.

„ვუსურვებ მას წარმატებებს ქვეყნის წინსვლისა და ბულგარელი ხალხის უწყვეტი პროგრესისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში”, - აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

კობახიძე ადასტურებს მზაობას, კიდევ უფრო გააძლიეროს ბულგარეთთან არსებული მრავალწლიანი მეგობრობა და გააღრმავოს პარტნიორობა.

„საქართველო იმედოვნებს ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობის შემდგომ გაძლიერებასა და მტკიცე პარტნიორობის გაღრმავებას“, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისრაელი ადასტურებს აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციას, რომ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმას გეგმავდა
გურამ მაჭარაშვილი - რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება
გურამ მაჭარაშვილი - სახელი „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ გვაღიზიანებს ან ამ სახელის აკრძალვა კი არ გვინდა, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ანტიკონსტიტუციურად მოქმედებენ
ილონ მასკი დღეს უნდა გამოცხადდეს საფრანგეთის პროკურატურაში დაკითხვაზე
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია: ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ იდენტიფიცირებულია აღნიშნული ავტომობილები და დამრღვევი პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები
არქივი