48
20 აპრილი 2026, 16:05
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის ტერიტორიაზე, ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
უწყების განმარტებით, სამართალდარღვევის დაფიქსირება შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა.
„ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა სამართალდარღვევის დაფიქსირება.
სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს გადაეგზავნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებულია აღნიშნული ავტომობილები და დამრღვევი პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - ყველა პირი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ კომენტარში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |