ილონ მასკი დღეს უნდა გამოცხადდეს საფრანგეთის პროკურატურაში დაკითხვაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 20 აპრილი 2026, 16:08

მილიარდერი და პლატფორმა „იქსის“ მფლობელი ილონ მასკი დღეს უნდა გამოცხადდეს საფრანგეთის პროკურატურაში დაკითხვაზე.

„როიტერის“ ცნობით, საქმე მასკის პლატფორმებზე ალგორითმების შესაძლო მიკერძოებას ეხება.

ამ ეტაპზე უცნობია, დაესწრება თუ არა მასკი დაკითხვას.

ამერიკელი მილიარდერი საფრანგეთის პროკურატურაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც თებერვალში პარიზის პროკურატურის კიბერდანაშაულის განყოფილებამ „იქსის“ ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.

გამოძიება, რომელიც თავდაპირველად მონაცემებთან დაკავშირებულ თაღლითობას ეხებოდა, მოგვიანებით გაფართოვდა. მას დაემატა ბრალდებები ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში თანამონაწილეობასა და რეალური ადამიანების გამოსახულებით შიშველი ყალბი ფოტოების შექმნაში.

ივლისში მასკმა უარყო ბრალდებები და გამოძიებას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისრაელი ადასტურებს აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციას, რომ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმას გეგმავდა
გურამ მაჭარაშვილი - რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება
გურამ მაჭარაშვილი - სახელი „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ გვაღიზიანებს ან ამ სახელის აკრძალვა კი არ გვინდა, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ანტიკონსტიტუციურად მოქმედებენ
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია: ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ იდენტიფიცირებულია აღნიშნული ავტომობილები და დამრღვევი პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები
ბენიამინ ნეთანიაჰუ: მკაცრად ვგმობ ისრაელის თავდაცვის ჯარისკაცის ქმედებას, რომელმაც ლიბანში კათოლიკური რელიგიური ქანდაკება დააზიანა
არქივი