გურამ მაჭარაშვილი - სახელი „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ გვაღიზიანებს ან ამ სახელის აკრძალვა კი არ გვინდა, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ანტიკონსტიტუციურად მოქმედებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 20 აპრილი 2026, 16:11

ჩვენ სახელი „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ გვაღიზიანებს ან ამ სახელის აკრძალვა კი არ გვინდა, საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც ანტიკონსტიტუციურად, პირდაპირ საჯაროდ მოქმედებენ და აზროვნებენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფილიალები არ აიკრძალება საქართველოში, არც პოლიტიკურ სპექტრს ეშველება და ქვეყანას ყოველთვის ექნება ასეთი ტიპის პოლიტიკური ჯანჯღარი.

„„ნაცმოძრაობა“ რამდენადაც არ უნდა დაიშალოს, მიიღოს სხვადასხვა სახე და შეიცვალოს სახელი, ყველა ის ადამიანი, რომელიც იყო პარტიის დამფუძნებელი, ლიდერი, მხარდამჭერი, იდეოლოგი, ყველამ კარგად იცის და ამას არაფერი შეცვლის. რა თქმა უნდა, საქართველოში ასეთი ტიპის პარტიები არ უნდა არსებობდნენ. ჩვენ სახელი „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ გვაღიზიანებს ან ამ სახელის აკრძალვა კი არ გვინდა, საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც ანტიკონსტიტუციურად, პირდაპირ საჯაროდ მოქმედებენ და აზროვნებენ. ამიტომ სარჩელში „ფედერალისტების“ დამატების მიზეზი ეს არის. ესენი გამოდიან ვითომ სააკაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ თუნდაც „ფედერალისტების“ ლიდერებმა დაგმეს მიხეილ როთის განცხადება? – არა. დაგმეს 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა? – არა. ამიტომ, ჩვენ მიზეზად სწორედ ეს გვაქვს მითითებული სარჩელში, რომ ის პარტიები, როლებიც ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებენ, გაუქმებული პარტიების სიებში უნდა მოხვდნენ. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში და ვადებში, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება. ეს ქართველი საზოგადოების დაკვეთაა. ვიდრე არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ფილიალების აკრძალვა საქართველოში, არც პოლიტიკურ სპექტრს ეშველება და ქვეყანას ყოველთვის ექნება ასეთი ტიპის პოლიტიკური ჯანჯღარი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი სარჩელით „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის 28 ოქტომბერს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისრაელი ადასტურებს აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციას, რომ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმას გეგმავდა
გურამ მაჭარაშვილი - რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება
ილონ მასკი დღეს უნდა გამოცხადდეს საფრანგეთის პროკურატურაში დაკითხვაზე
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია: ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ იდენტიფიცირებულია აღნიშნული ავტომობილები და დამრღვევი პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები
ბენიამინ ნეთანიაჰუ: მკაცრად ვგმობ ისრაელის თავდაცვის ჯარისკაცის ქმედებას, რომელმაც ლიბანში კათოლიკური რელიგიური ქანდაკება დააზიანა
არქივი