ლევან მაჭავარიანი: ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ამის გადახედვას არ ვაპირებთ, ჩვენ ეს კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
137 21 აპრილი 2026, 00:59

ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ამის გადახედვას არ ვაპირებთ, ჩვენ ეს კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად ევროინტეგრაციის კუთხით არსებობს გარკვეული შეფერხება, თუმცა ეს თავად ევროკავშირის მიერ არის გამოწვეული.

„ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და ეს NATO-საც ეხება და ევროკავშირსაც. თუმცა, ჩვენ გვაქვს სირთულეები და ამ სირთულეებზე ბევრი გვისაუბრია. დღეს, ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული. რადიკალური ოპოზიცია როგორც არ უნდა ეცადოს, რომ ჩვენ დაგვაბრალოს შეჩერების პროცესი, ეს ყველაფერი შეჩერდა 2024 წლის ივნისში. არსებობს ბატონი ჰერჩინსკის წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მათ მხრიდან შეჩერება მოხდა 2024 წლის ივნისის თვეში და მათ საბაბად გამოიყენეს ორი პროექტი, ეს არის გამჭვირვალობის ქართული კანონი, რომელიც რუსულად მონათლეს აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და ევრობიუროკრატებმა, მაგრამ დადასტურდა რომ იქ რუსული არაფერი არ არის.

დღეს ყველა საღად მოაზროვნე ხედავს, რომ ტყუილში იყო შეყვანილი. მეორე, ეს არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი. მე ძალიან მოკლედ შევეცდები განვუმარტო ჩვენს საზოგადოებას რატომ არ გავიწვიეთ ჩვენ ეს ორი კანონი.

პირველი კანონი ეხებოდა და ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას და როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით გარე ჩარევის რისკებზე, დღეს ყველაფერი დადასტურებულია. ჩვენს მერე, ანალოგიური კანონი მიიღო კანადამ, საფრანგეთმა, გაამკაცრა დიდმა ბრიტანეთმა და ახლა ევროკავშირი ამკაცრებს ანალოგიურ კანონს. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გარკვეულ საფრთხეებს ვხედავდით იგივე USAID-ისNED-ის მიმართულებით, რაც ბატონი ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, ძალიან ბევრ რაღაცას დაერქვა თავისი სახელი - USAID-იცNED-იც გამოცხადდა კრიმინალურ ორგანიზაციებად. ფაქტებით და მტკიცებულებებით დადასტურდა ყველა ის საფრთხე და რისკი, რაზეც „ქართული ოცნება" ვსაუბრობდით. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს.

რაც შეეხება ანტი LGBT პროპაგანდა კანონს, ეს ჩვენთვის არის წითელი ხაზი. თუ ვიღაც გვაბრალებს, რომ ეს „ქართული ოცნების" გამოგონილი რისკები და საფრთხეებია, თავი დაგვანებონ და ჩვენ დავუპირისპირებთ ამ კანონს. მაგრამ, ეს ჩვენი გამოგონილი არ არის. ეს საფრთხეები აშშ-ში დგას, ეს საფრთხეებზე ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში დგას და შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პრობლემა ძირშივე მოგვეკვეთა. მე შემიძლია მთელი გუნდის სახელით ვთქვა - დღეს რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, მაგრამ უნდა დავუშვათ LGBT პროპაგანდა საქართველოში, ეს არის გამორიცხული. საქართველოში LGBT პროპაგანდას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკიზე - საკმაოდ კარგად მოქმედებს, ის მამაცია
ილონ მასკი: USAID-ის ფულით ჩინეთში კორონავირუსზე კვლევა ფინანსდებოდა, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ სკანდალი სკანდალზეა ევროპარლამენტში, პირდაპირ დასტურდება, რომ ფულს იღებენ სხვადასხვა თემის ლობირებისთვის. ერთადერთი, რაც გვამშვიდებს არის ის, რომ მათ სიტყვას არავისთვის ფასი არ აქვს
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
ლევან მაჭავარიანი PACE-ს რეზოლუციაზე: მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო
არქივი