ლადო სადღობელაშვილი: როგორ აიხსნება სააკაშვილის და ბოკერიას ერთ პლატფორმაში ყოფნა? ეს არის დასავლური პატრონების, დამფინანსებლების ძიებაში მყოფი დაბეჩავებული ოპოზიციის „კნავილი” - „აგერ ვართ და გამოგვიყენეთ”!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
177 21 აპრილი 2026, 09:08

რას ნიშნავს სააკაშვილის და ბოკერიას „ერთ სივრცეში” გამოჩენა დღეს? ანუ როგორ აიხსნება მათი ერთ პლატფორმაში ყოფნა? - პირდაპირ და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის იდეოლოგიური გაერთიანება, ეს უფრო ტაქტიკური გაერთიანებაა, ე.წ. პრაგმატული ნაბიჯი საერთო მიზნისთვის - ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინაცია. უპირველეს ყოვლისა ეს გაერთიანება არის სიგნალი დასავლეთისთვის: „ოპოზიცია ერთიანდება და მზადაა პასუხისმგებლობისთვის, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიცია ემზადება ცხელი და დატვირთული მაისისთვის, სწორედ ამიტომ დასჭირდათ ჩეხეთიდან იგორ ბლაჟევიჩის ჩამოყვანა.

სადღობელაშვილის თქმით, 26 მაისს დაანონსებულ ოპოზიციის აქციაზე, უნდა ველოდოთ, რომ მათი გეგმა იქნება „მსხვერპლი”, რამაც უნდა შეასრულოს მაპროვოცირებელი ეფექტი რევოლუციისათვის.

„2016 წლის შემდეგ გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი ერთ გაერთიანებაში არ ყოფილან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უფრო ზუსტად კი, 2017-ში მოხდა გაყოფა, ბოკერია გამოვიდა ნაცმოძიდან და შექმნა “ევროპული საქართველო”, შევიდა პარლამენტში (სააკაშვილის ნაცმოძისგან განსხვავებით) და გამოცხადდა საპარლამენტო მთავარ ოპოზიციურ ძალად…

რას ნიშნავს მათი “ერთ სივრცეში” გამოჩენა დღეს? ანუ როგორ აიხსნება მათი ერთ პლატფორმაში ყოფნა?

- პირდაპირ და ცალსახად შეიძლება ითქვას რომ ეს არ არის იდეოლოგიური გაერთიანება, ეს უფრო ტაქტიკური გაერთიანებაა, ე.წ. პრაგმატული ნაბიჯი საერთო მიზნისთვის — ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინაცია.
- უპირველეს ყოვლისა ეს გაერთიანება არის სიგნალი დასავლეთისთვის:
“ოპოზიცია ერთიანდება და მზადაა პასუხისმგებლობისთვის”. ეს არის სიგნალი იმ დასავლეთისთვის რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით, ეს არის დასავლური პატრონების - დამფინანსებლების ძიებაში მყოფი დაბეჩავებული ოპოზიციის “კნავილი” - “აგერ ვართ და გამოგვიყენეთ”!

„ოპოზიციური ალიანსის” გააქტიურების კვალდაკვალ ციხიდან აქტიურდება სააკაშვილიც, რომლის წერილების ქვეტექსტშიდაც ნათლად იკითხება, მისი ერთპიროვნულ ლიდერად გამოცხადების დაუოკებელი სურვილი და სააკაშვილი პრაქტიკულად აცხადებს მზაობას ამაში სოლიდური თანხაც გადაიხადოს (თანხის წარმომავლობაზე მე ნაწილობრივ ვისაუბრე წინა პოსტში სადაც ვახსენე ბნი თემურ ალასანია და სამომავლოდ უფრო კონკრეტულად ჩავშლი) … მეტიც პირდაპირ სცენარზედაც საუბრობს - “ქართული რევოლუციური გზა…”

იქ სადაც ბოკერიაა საქმეში არ არსებობს “ალიანსმა” დაუშვას 4 ოქტომბრის შეცდომა და დათქვას რევოლუციის დღე! თუმცა ყველა კარგად ხვდება რომ საუბარია 26 მაისზე! საუბარია ცხელ და მაქსიმალურად დატვირთულ მაისზე! სწორედ ამიტომ დასჭირდათ ჩეხეთიდან იგორ ბლაჟევიჩის ჩამოყვანაც… ემზადებიან!

- აქვე პატარა პარალელი მინდა გავავლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან და საზოგადოება გავაფრთხილო რომ სააკაშვილი და მის უკან მყოფი КГБ-ს ოფიცრები ყველაფრისთვის არიან მზად, მათ შორის “გივი თარგამაძისეული აფეთქების სცენარისთვისაც”, მართალია ბნი გივი ცოცხალი თავით არ აღიარებს, ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა რომ მისი აფეთქება სააკაშვილმა დაუკვეთა უკრაინიდან და ცდილობს “ოცნება” დაადანაშაულოს არ შემდგარ ტერაქტში, თუმცა ჩემო გივი, ჩვენ ხომ კარგად ვიცით რომ შენ სააკაშვილმა გაგწირა და ახლაც ეცდება ეგ სულიერად ავადმყოფი, რომ შემდეგი მსხვერპლი იპოვოს სიტუაციის მაქსიმალურად დასაძაბად!

და მაინც რას უნდა ველოდოთ 26 მაისამდე და 26 მაისი შემდეგ?

* დიდი შეკრება თბილისში (რეგიონების მობილიზება)
* ანტისახელისუფლებო გზავნილები
* ერთობის დემონსტრირება
* პერმანენტული წერტილოვანი მინი აქციები მუხტის და ტემპერატურის ასაწევად
* საერთო მოთხოვნები ( პრემიერის გადადგომა,რიგგარეშე არჩევნები და ა.შ.)
* სახელმწიფო ინსტიტუტებზე პოლიტიკური ზეწოლა
* მიმართვები დასავლეთს, პოლიტიკური “მანიფესტი”
* კრიტიკული მასა + ელიტების გახლეჩა + უსაფრთხოების სისტემის რღვევა
და რაც მთავარია “მსხვერპლი” - ამ უკანასკნელმა უნდა შეასრულოს მაპროვოცირებელი ეფექტი…

- ცხელი მაისი გველის (26 მაისი)”, - წერს ლადო სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი