ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 21 აპრილი 2026, 14:38

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა.

მისი თქმით, რეგიონი არ უნდა იქცეს რუსეთის, თურქეთისა და ჩინეთის გავლენის სფეროდ.

ჰამბურგში გაზეთ Die Zeit-ის დაარსებიდან 80 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოებას მხარს უჭერს. „ევროპული კონტინენტის ფორმირება უნდა დავასრულოთ, რათა ის რუსეთის, თურქეთის ან ჩინეთის გავლენის სფეროდ არ იქცეს. ჩვენ უფრო მასშტაბურად, გეოპოლიტიკურად უნდა ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროპა თავის მოდელს რუსეთის იაფ ენერგიაზე, ჩინეთის იაფ მუშა ხელსა და აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებზე აშენებდა, თუმცა აღნიშნული პერიოდი დასრულდა.

ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროკავშირმა საკუთარი ეკონომიკური სიძლიერე და უსაფრთხოების სისტემა უნდა ააშენოს. „სრულად უნდა შევცვალოთ ჩვენი პოზიცია. მეტად დამოუკიდებლები უნდა გავხდეთ“, - თქვა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოსვლისას ცალკე ყურადღება დაუთმო ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების საკითხს. მისი თქმით, საგარეო პოლიტიკაში ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღების მოდელზე უარი უნდა თქვან. როგორც მან აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ გადაწყვეტილებები ხმათა უმრავლესობით უნდა მიიღოს, რათა ევროპამ სწრაფი და ეფექტიანი პასუხების გაცემა შეძლოს.

მან აგრეთვე ენერგეტიკის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბირთვულ ენერგეტიკაზე უარის თქმა იყო შეცდომა.

ფონ დერ ლაიენმა აგრეთვე თქვა, რომ სოციალური ქსელებისა და ონლაინ პლატფორმების წინააღმდეგ, ბავშვთა უფლებებისთვის ბრძოლის კონტექსტში, მეტი ღონისძიების გატარებაა საჭირო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა“ და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - ლიბერთის მხარდაჭერით მელიქიშვილზე A კლასის ბიზნესცენტრის მშენებლობა იწყება
The National Interest: რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან? - მისი სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის
The National Interest: ბრიუსელში უფრო ღიად საუბრობენ საქართველოს მიმართ ანტაგონიზმის მოტივებზე, რაც გულისხმობს თბილისის წინააღმდეგობას დასავლური ლიბერალური დიქტატის მიმართ
არქივი