თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 21 აპრილი 2026, 14:41

ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას.

მისი თქმით, ამ ადამიანებს ერთმანეთის შეუთავსებლობა აქვთ.

„ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება. ორი და სამი ისეთი ნივთიერებაა, რომელიც ერთმანეთს არ შეერევა ქიმიის კანონის და ბუნების კანონიდან გამომდინარე. ეს ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ორგანიზაციაში იყვნენ თავიდან და ერთად მიიყვანეს საქართველო კატასტროფამდე პიროვნულად შეუთავსებელი ხალხია. მაშინ ერთი დიქტატორი ეჯდათ თავზე და იმ დიქტატორს შეეძლო რაღაცნაირად ესენი ერეგულირებინა. ახლა, როდესაც თვითონ დამოუკიდებლად მივიდნენ ერთმანეთთან, ვერ მივიდოდნენ იმიტომ, რომ მართლა ეზიზღებათ ერთმანეთი. შეუთავსებელი ხალხია. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება, ასეთი ხალხია. ამიტომ იმთავითვე ვამბობდით, რომ ეს გაერთიანება, ეს ორგანიზაცია არის მკვდრადშობილი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვითონვე დაამტკიცებენ. ჩვენი დახმარება არ დასჭირდებათ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე გახდა მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი. სააკაშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს და ტაქტიკას უწუნებს. ოპოზიციური პარტიები კი სააკაშვილს შეთანხმების პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებენ. ერთობლივ განცხადებას ხელს არ აწერს „ნაციონალური მოძრაობა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა“ და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - ლიბერთის მხარდაჭერით მელიქიშვილზე A კლასის ბიზნესცენტრის მშენებლობა იწყება
The National Interest: რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან? - მისი სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის
The National Interest: ბრიუსელში უფრო ღიად საუბრობენ საქართველოს მიმართ ანტაგონიზმის მოტივებზე, რაც გულისხმობს თბილისის წინააღმდეგობას დასავლური ლიბერალური დიქტატის მიმართ
არქივი