ირაკლი კობახიძე: უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართულმა ოცნებამ“ სრული პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის წინაშე და ფუნდამენტური პრობლმეების მიუხედავად, განხორციელებული სისტემური ცვლილებებით, დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 21 აპრილი 2026, 18:05

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ დაფუძნების დღესთან დაკავშირებით  წერილს ავრცელებს, რომელშიც  საუბარია მმართველი პარტიის მიერ 14 წლის განმავლობაში განვლილ რთულ გზასა და მძიმე მემკვიდრეობაზე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით,  „ნაციონალური მოძრაობის“ უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე ხელისუფლებაში მოსვლის დრიდან „ქართულმა ოცნებამ“ სრული პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის წინაშე  და სტაბილური სახელმწიფოს შენებას შეუდგა.

ცალკე საკითხია უპრეცედენტო ზეწოლა კერძო საკუთრებასა და ბიზნესზე. უნდა გვახსოვდეს ათეულობით ათასი დაზარალებული, ქოებაწართემული მოქალაქე, რომელიც სწორედ „სამართალდამცავი“, სინამდვილეში კი სადამსჯელო უწყებისა და ციხეში აღმოჩენის შიშით ვერც ხმას იღებდა და ვერც სამართალს პოულობდა.

სოციალური უთანასწორობის მაღალ დონეზე, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაუცველობაზე, არასაკმარისი სოციალური დაცვის მექანიზმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, წლების განმავლობაში ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრი არა დემოკრატიის ნაწილად, არამედ საფრთხედ და პრობლემად აღიქმებოდა და რაც მთავარია, ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ენდობოდა!

სწორედ ამგვარი იყო ის ქვეყანა, რომელსაც გარე ძალები „დემოკრატიის შუქურად“ ასაღებდნენ...

ამ უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმაციით, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართულმა ოცნებამ“ სრული პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის წინაშე და ფუნდამენტური პრობლმეების მიუხედავად, წლების განმავლობაში განხორციელებული სისტემური ცვლილებებით, სამართლიანი, დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა,“- ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბავშვთა ნევროლოგი დიუშენის მკურნალობაზე: ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს დაავადების პროგრესს, მაგრამ ვერ არჩენენ ამ დაავადებას. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება
POLITICO: კანონმდებლები მოუწოდებენ ევროპარლამენტს, ენერგიის ხარჯების გამო შეაჩეროს ყოველთვიური ვიზიტები სტრასბურგში
კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება
წმინდა სინოდის სხდომა, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩევა, 28 აპრილს გაიმართება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს
არქივი