საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 21 აპრილი 2026, 18:40

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.

„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. მას მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობისთვის. ბევრი კუთხით მოწესრიგდა მმართველობის საკითხები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბევრი ცვლილება განხორციელდა, ბევრ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ეს ყველაფერი განხორციელდა სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით და მადლობა მას ყველაფრისთვის. მას ძალიან კარგად იცნობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. არის სტაჟიანი წარმომადგენელი ამ სისტემის. მინდა მას ვუსურვო წარმატებები შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბავშვთა ნევროლოგი დიუშენის მკურნალობაზე: ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს დაავადების პროგრესს, მაგრამ ვერ არჩენენ ამ დაავადებას. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება
POLITICO: კანონმდებლები მოუწოდებენ ევროპარლამენტს, ენერგიის ხარჯების გამო შეაჩეროს ყოველთვიური ვიზიტები სტრასბურგში
კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება
წმინდა სინოდის სხდომა, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩევა, 28 აპრილს გაიმართება
მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს
არქივი