POLITICO: კანონმდებლები მოუწოდებენ ევროპარლამენტს, ენერგიის ხარჯების გამო შეაჩეროს ყოველთვიური ვიზიტები სტრასბურგში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 21 აპრილი 2026, 19:16

სხვადასხვა პარტიისგან შემდგარ კანონმდებელთა ჯგუფს სურს, რომ ევროპარლამენტმა სტრასბურგში ყოველთვიური მგზავრობა გააუქმოს, ვიდრე ენერგოკრიზისი გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

POLITICO-ს მიერ მოპოვებულ წერილებში, „მემარცხენეთა ჯგუფისა“ და მემარჯვენე „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ წევრები ამტკიცებენ, რომ ინსტიტუტმა უნდა იმოქმედოს იმ პრინციპების შესაბამისად, რასაც თავად ევროკავშირი ქადაგებს და თავი აარიდოს საწვავის ხარჯვას არაარსებითი მგზავრობებისთვის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე.

„როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტები მოუწოდებენ წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის მოქალაქეებს, გადადგან დაუყოვნებელი ნაბიჯები ენერგიის დასაზოგად, მიზანშეწონილია, რომ თავად ევროკავშირის ინსტიტუტებმაც მისცენ მაგალითი და შეიტანონ საკუთარი წვლილი ენერგიის დაზოგვაში“, - წერენ ნიდერლანდელი კანონმდებელი ანა ჰაზეკამპი და „მემარცხენეთა ჯგუფის“ სხვა წევრები რობერტა მეცოლასადმი გაგზავნილ, 17 აპრილით დათარიღებულ წერილში.

ყოველთვიურად დაახლოებით 4 000 კანონმდებლისა და პერსონალის გადაადგილება ძირს უთხრის ამ გზავნილს, - აღნიშნა მან და მიუთითა ევროკომისიის ბოლოდროინდელ რეკომენდაციებზე, რომლებიც ტრანსპორტზე მოთხოვნის შეზღუდვასა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, დისტანციურ მუშაობას გულისხმობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა დობორჯგინიძე: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს- სანქციების ხსენებაც არ ყოფილა
ბავშვთა ნევროლოგი დიუშენის მკურნალობაზე: ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს დაავადების პროგრესს, მაგრამ ვერ არჩენენ ამ დაავადებას. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება
კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება
წმინდა სინოდის სხდომა, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩევა, 28 აპრილს გაიმართება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს
არქივი