The New York Times: „დონილენდი?“ - უკრაინა დონბასის ნაწილისთვის სახელის შეცვლას ტრამპის პატივსაცემად სთავაზობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 21 აპრილი 2026, 20:59

ომის შესაძლო მოგვარების შესახებ არაფორმალური მოლაპარაკებების დროს, უკრაინის წარმომადგენლებმა, გავრცელებული ინფორმაციით, წამოაყენეს წინადადება, რომ დონბასის იმ ნაწილს, რომელსაც რუსეთი უტევს, „დონილენდი“ (Donnyland) ეწოდოს. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ეს სახელი ნაწილობრივ ხუმრობით იყო ნახსენები, როგორც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დარწმუნების მცდელობა, რათა ამ უკანასკნელმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს მოსკოვის ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით.

საუბარია დაახლოებით 80-65 კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე, რომელიც კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშაა და მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს.

უკრაინული მხარის შეფასებით, იქ დაახლოებით 190,000 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა The New York Times-ის რესპონდენტები უფრო მცირე ციფრებს ასახელებენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ განიხილებოდა ამ ტერიტორიის მომავალი სტატუსის სხვა ვარიანტებიც, მათ შორის: დემილიტარიზებული ზონა; თავისუფალი ეკონომიკური ზონა; ნაწილობრივ ავტონომიური ერთეულის მოდელი, რომელიმე მხარის სრული კონტროლის გარეშე.

ერთ-ერთი სამუშაო ვარიანტი, სავარაუდოდ, ე.წ. „მონაკოს მოდელი“ იყო.

გაზეთის ინფორმაციით, რუსეთი დონბასზე სრულ სამართლებრივ კონტროლს ითხოვდა, კიევი კი ტერიტორიების გადაცემაზე არ თანხმდებოდა. ამის გამო, მოლაპარაკებები ტერიტორიულ საკითხზე, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა.

ამავდროულად, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან „დონილენდის“ შესახებ წინადადებაზე ოფიციალური დასტური არ არსებობს. The New York Times-ი ხაზს უსვამს, რომ ეს სახელწოდება ოფიციალურ დოკუმენტებში არ ფიგურირებდა და მხოლოდ დისკუსიების დროს გამოიყენებოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
22 აპრილიდან, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება
ოპოზიციის აქტივისტი ალბი კორძაია ოპოზიციური მოძრაობა "ნაბიჯის" დამფუძნებელ ლუკა ჭოხონელიძეს ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებს: "ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა, მე ამ ისტორიის მჯერა 100 პროცენტით"
ზაზა დობორჯგინიძე: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს- სანქციების ხსენებაც არ ყოფილა
ბავშვთა ნევროლოგი დიუშენის მკურნალობაზე: ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს დაავადების პროგრესს, მაგრამ ვერ არჩენენ ამ დაავადებას. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება
POLITICO: კანონმდებლები მოუწოდებენ ევროპარლამენტს, ენერგიის ხარჯების გამო შეაჩეროს ყოველთვიური ვიზიტები სტრასბურგში
არქივი