თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 21 აპრილი 2026, 22:46

მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში დაბრუნება არის ძლიერი სიგნალი, რომელიც მთლიანად პოლიტიკურ დინამიკას მისცემს ახალ იმპულსს, - ასე ეხმიანება, „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებას, რომელმაც მამუკა მდინარაძეს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დააკისრა.

მისივე თქმით, მამუკა მდინარაძის აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ნიშნავს, რომ პროცესები უფრო კონცენტრირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდება.

„ბოლო ცვლილებებმა აჩვენა, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა ფიგურა, რომელიც თამაშის წესებს ცვლის. მამუკა მდინარაძის დაბრუნება არის ძლიერი სიგნალი, რომელიც მთლიანად პოლიტიკურ დინამიკას მისცემს ახალი იმპულსს.

მდინარაძე გამოირჩევა იმით, რომ მას შეუძლია სწრაფად აითვისოს რთული პროცესები და გადააქციოს ისინი მართვად სისტემად.

სწორედ ასეთი ტიპის მენეჯერები ქმნიან რეალურ შედეგს, არა ხმაურით, არამედ სტრუქტურების გამართულად მუშაობით.

მის შემთხვევაში, ეს უნარი არაერთხელ გამოჩნდა და სწორედ ამიტომ მისი როლი გაცილებით ფართოა, ვიდრე ერთი კონკრეტული მიმართულების მართვა.

მისი აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ნიშნავს, რომ პროცესები უფრო კონცენტრირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდება.
ის არის ადამიანი, რომელიც ერთდროულად ძლიერია როგორც დეტალებში, ასევე შორს მიმავალი სტრატეგიის დაგეგმვაში, ეს კომბინაცია კი ქართულ პოლიტიკაში იშვიათია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მამუკა მდინარაძე მინისტრის პოზიციის პარალელურად, ვიცე-პრემიერის პოზიციას დაიკავებს, რაც მის პოლიტიკურ წონას კიდევ უფრო ზრდის.

ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ რეალურად მნიშვნელოვნად გაძლიერდა როგორც პოლიტიკური პარტია, რადგან ასეთი გამოცდილებისა და მართვის უნარის მქონე ფიგურის პოლიტიკაში დაბრუნება პირდაპირ აისახება პარტიის ეფექტიანობაზე და პოლიტიკურ პროცესებზე დიდ გავლენას მოახდენს.

ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებები მას!“, - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
ჯაბა ხუბუა იუთუბერ გიორგი კალატოზსა და ტატო ბაციკაძეზე: საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისაგან შედგება, აზარტული თამაშების რეკლამირება-პოპულარიზაციას ახდენენ, ასეთი ხალხი „ფსკერს ქვემოთ" სხვას რომ დაინახავს, უხერხულია. არც ის არის გასაკვირი, რომ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას მაგინებლებს იცავენ
ზურაბ ქადაგიძე: როდესაც სახალხო დამცველი აკრიტიკებს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესს, თავად ომბუდსმენის ოფისში თუ არსებობს ულიმიტო ღიაობა მედიისთვის
არქივი