თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
141 22 აპრილი 2026, 19:33

ორბანის და მადიარის ამომრჩეველი კონსერვატორია, ანუ ტრადიციული პოლიტიკური კულტურის მხარდამჭერები, ვისთვისაც ღირებულებები უმთავრესია, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისი თქმით, მადიარი არ დათანხმდება ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის ხელშეკრულებებს არღვევს და მიღებული ანტი-ლგბტ კანონმდებლობა უნდა გაუქმდეს.

„მაქვს ეჭვი, რომ ის, რაც მოხდა უნგრეთში იყო დიდი პოლიტიკური თამაში. ვფიქრობ, მათ შეძლეს ევრობიუროკრატების რაღაც დონეზე მოტყუება და ხელისუფლების სათავეში მოიყვანეს ორბანის საუკეთესო ვარიანტი. ორბანი 16 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და მას ჰქონდა გარკვეული ეკონომიკური შეცდომები. უნგრეთში გრძელდება იგივე იდეოლოგია, რაც იყო ორბანის მმართველობის დროს და ჯერჯერობით ცვლილებები არ ჩანს.

აღსანიშნავია, რომ ის, რაც სურდა ორბანს, ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით, მაგრამ ვერ შეძლო, უკვე გააკეთა მადიარმა. ეჭვი მაქვს, რომ მადიარი არ დათანხმდება ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის ხელშეკრულებებს არღვევს და მიღებული ანტი-ლგბტ კანონმდებლობა უნდა გაუქმდეს. მადიარი კონსერვატორია, მასაც, ისევე როგორც ორბანს საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ. ვფიქრობ, რომ ის ამ კუთხით წინამორბედის გზას გააგრძელებს და არ დათანხმდება ამ საკითხის მიღებას. შეიძლება რაღაც დონეზე ანგარიში გაუწიოს ევროკავშირს და რაიმე დათმოს, მაგრამ კონკრეტულად ამ საკითხის დათმობა ნიშნავს, რომ ის დათმობს მის მთელ იდეოლოგიას. მას არჩევნებში მხარი იმიტომ დაუჭირეს, რომ ახალგაზრდა კონსერვატორია. ამ არჩევანით უნგრეთის სათავეში ხალხმა მოიყვანა ისევ კონსერვატორები, აქ კი უნდა გაკეთდეს დასკვნა: ორბანის და მადიარის ამომრჩეველი კონსერვატორია, ანუ ტრადიციული პოლიტიკური კულტურის მხარდამჭერები, ვისთვისაც ღირებულებები უმთავრესია.

უნგრელი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის არა ლიბერალიზმი, რომელზედაც დგას ჯერ კიდევ ბრიუსელი, არამედ საპირისპირო ტრადიციული პოლიტიკური იდეოლოგია“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი