ნიკა მელია - მესმის, ციხეში მძიმე პირობებია, ვიდრე სახლში ან პალატაში, მაგრამ ყველანი ვუძლებთ, არავის მე, მე, მე, მე, მე არ გვესმის, მავანმაც უნდა გაუძლოს და ცილისწამების ალეგორიას არ უნდა დაემსგავსოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
110 27 აპრილი 2026, 16:07

თავისუფლებაზე მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრებისთვის, კრიტიკული მედიის ჟურნალისტებისთვის დღეს გარეთ ყოფნა უფრო რთულია, ვიდრე თუნდაც ამ კუბოსავით ვიწრო სამარტოო საკანში ყოფნაა, აი, საიდანაც ახლა ამ წერილს გწერთ, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერის, ნიკა მელიას წერილშია ნათქვამი, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

ნიკა მელიას შეფასებით, გარეთ მყოფებს დღეს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვთ.

„გარეთ დარჩენილი ლიდერებისთვის და ბრძოლის ხაზზე მყოფი ადამიანებისთვის, იცით, რატომ არის ცხოვრება უფრო რთული, ვიდრე პატიმრებისა?! – გარეთ მყოფებს დღეს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა და ტვირთი აქვთ მხრებზე!

გარდა ამისა, ოთხჯერ, ხუთჯერ და მეტჯერ დაჭერა ან მუდმივად დაჭერის საფრთხის წინაშე ყოფნა გაცილებით სტრესულია, ვიდრე ერთხელ, როცა დაგიჭერენ და ციხეში ხარ თუნდაც დიდი საპატიმრო სასჯელით. ყოველი ახალი დაჭერა და ამ რისკის გაუნელებელი შეგრძნება ფსიქოლოგიურად გაცილებით მძიმე გადასატანია და არამხოლოდ პოტენციური პატიმრებისთვის, პირველ რიგში, მათი ოჯახებისთვის. ვაი რომ, ეს მავანს და მავანს არ ესმის.

მესმის, რომ ციხეში მძიმე პირობებია, ვიდრე სახლში ან საავადმყოფოს პალატაში. აქ სამარტოო საკანია, ფეხსალაგია და ა.შ., მაგრამ ყველანი ვუძლებთ. ბავშვებიც უძლებენ სხვა ციხეებში, ქალებიც უძლებენ ქალთა ციხეში. არავინ უკადრებელს არ კადრულობს, არავის გაუთავებელი ნაცვალსახელი მე, მე, მე, მე, მე არ გვესმის. ჰოდა, მავანმაც უნდა გაუძლოს და ცილისწამების ალეგორიას არ უნდა დაემსგავსოს.

ახლო მეგობრებმა და თანამებრძოლებმა იციან, რომ სათქმელი და დასაწერი ძალიან ბევრი მაქვს. ვცდილობ, ისტორიული პასუხისმგებლობის შეგრძნებით ვიმოქმედო. ჯერჯერობით ვახერხებ, თუმცა მავანი და მავანი თითქოს ბედს სცდის.

ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების ტალღა მეძალება ცილისმწამებლების მიმართ, რომელშიც არეულია სირცხვილი, სიბრალული და, იმავდროულად, სიხარული; სიხარულია იცოდე, რომ მათთან აღარაფერი გაკავშირებს…“ – წერს ნიკა მელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ისედაც აფინანსებს სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ყოველწლიურად 3 მილიონით
ნიკოლოზ მეტრეველი: ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც ყოფილა. წლების განმავლობაში, პრივილეგირებული კასტა, დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, თავს გვახვევდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ
დავით ქართველიშვილი პეტერ ფიშერზე: უკვე მერამდენე ელჩს უშვებს საქართველოს ხელისუფლება პენსიაზე. ვუსურვებ მას კარგ პენსიას, არა დამსახურებულ დასვენებას და ველოდებით ახალ ელჩს
დავით ქართველიშვილი: ICG-მ ღიად აღიარა, რომ თბილისის შიში ომში ჩათრევის საფრთხის მიმართ არც „პროპაგანდაა“ და არც „გამოგონილი ნარატივი“, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრატეგიის რეალური ფაქტორია
ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს უფლება მქონდეს ეჭვი, რომ ეს იყო გაფრთხილება იმაზე, რომ შემდგომში მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდება, შეიძლება აფეთქდეს
არქივი