დავით ქართველიშვილი: ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ არა სამინისტრო, არამედ, იქმნება სპეციალური თანამდებობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 27 აპრილი 2026, 16:45

უმარტივესად მისახვედრი სუბორდინაციაა და ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ არა სამინისტრო, არამედ იქმნება სპეციალური თანამდებობა - სახელმწიფო მინისტრი - ვიცე-პრემიერი, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს ყველა სამართალდამცავ უწყებას, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სადაც ნათქვამია, რომ „მდინარაძის უწყებას საკუთარი შენობა, აპარატი და ბიუჯეტი არ ექნება".

ქართველიშვილის თქმით, მდინარაძის უწყების ქვემოთ მენეჯმენტს, მთავრობის მთლიანი ადმინისტრაცია და თავად სამართალდამცველები განახორციელებენ და არა თორმეტკაციანი აპარატი.

„უმარტივესად მისახვედრი სუბორდინაციაა და ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ არა სამინისტრო, არამედ იქმნება სპეციალური თანამდებობა - სახელმწიფო მინისტრი - ვიცე-პრემიერი, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს ყველა სამართალდამცავ უწყებას. შესაბამისად, მის ქვემოთ მენეჯმენტს მთავრობის მთლიანი ადმინისტრაცია და თავად სამართალდამცველები განახორციელებენ და არა რაღაც თორმეტკაციანი აპარატი.
ეს ძალითგახარებული გახარიები განსაკუთრებული ჩლუნგები არიან, აი დაახლოებით მერაბ მეტრეველის დონის.“ - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ისედაც აფინანსებს სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ყოველწლიურად 3 მილიონით
ნიკოლოზ მეტრეველი: ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც ყოფილა. წლების განმავლობაში, პრივილეგირებული კასტა, დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, თავს გვახვევდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ
დავით ქართველიშვილი პეტერ ფიშერზე: უკვე მერამდენე ელჩს უშვებს საქართველოს ხელისუფლება პენსიაზე. ვუსურვებ მას კარგ პენსიას, არა დამსახურებულ დასვენებას და ველოდებით ახალ ელჩს
დავით ქართველიშვილი: ICG-მ ღიად აღიარა, რომ თბილისის შიში ომში ჩათრევის საფრთხის მიმართ არც „პროპაგანდაა“ და არც „გამოგონილი ნარატივი“, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრატეგიის რეალური ფაქტორია
ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს უფლება მქონდეს ეჭვი, რომ ეს იყო გაფრთხილება იმაზე, რომ შემდგომში მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდება, შეიძლება აფეთქდეს
არქივი