FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 29 აპრილი 2026, 11:12

კანადის ქალაქ ვანკუვერში, FIFA-ს 76-ე კონგრესის წინ, 28 აპრილს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ.

საქართველომ და სომხეთმა ფიფას 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს.

ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს არის პირველად, FIFA-ს ეგიდით გასამართი მსოფლიო რანგის ტურნირის მასპინძლობა.

„მართლაც აღსანიშნავი მოვლენაა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, FIFA-ს ეგიდით გასამართი მსოფლიო რანგის ტურნირის მასპინძლობა. ჩვენი ქვეყნებისთვის და ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მიხარია, რომ ერთად მოგვიწევს ამ პროექტზე მუშაობა. ყველა ფეხბურთის ქომაგს ვულოცავ და დარწმუნებული ვარ ეს ტურნირიც ისეთივე კვალს დატოვებს ჩვენი ფეხბურთის განვითარების საქმეში როგორიც იმ საერთაშორისო ტურნირებმა დატოვა, რომელთა მასპინძლობის პოზიტიური გამოცდილება ახლო წარსულში გვქონდა“, - აღნიშნა ლევან კობიაშვიოლმა.

„ამ ტურნირის მასპინძლობას ორივე ფედერაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოც და სომხეთიც მსოფლიო თასს ღირსეულად უმასპინძლებს. ყველაფერს ვეცდებით, რომ FIFA-ს ახალგაზრდული მსოფლიო რანგის ტურნირების ისტორიაში, ეს ტურნირი გამორჩეული იყოს, - აღნიშნა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, არმენ მელიქბეკიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი