მაკა ბოჭორიშვილი: ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, კიდევ ერთი ვიზიტი აშშ-დან მაისის მეორე ნახევარში იგეგმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 07 მაისი 2026, 00:23

ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, ხვალ და ზეგ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ვიზიტი აშშ-დან მაისის მეორე ნახევარში იგეგმება.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ შევეხოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს, სად ვართ და რა არის ჩვენი სამომავლო გეგმები. მაისის მეორე ნახევარშიც იგეგმება კიდევ ერთი ვიზიტი, რა დროსაც კიდევ უფრო სიღრმეებში განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. გარკვეული დინამიკა არის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები ბევრად უფრო შინაარსიანი და პოზიტიური იქნება, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში ვიხილეთ“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბოჭორიშვილის განმარტებით, საქართველოს ინტერესია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები პოზიტიურ ჩარჩოებში მოექცეს.

„ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი პოზიციები, ვერავინ უარყოფს ამერიკის შეერთებული შტატების როლს ჩვენს რეგიონშიც და გლობალურადაც და რა თქმა უნდა სუბიექტური ინტერესი არსებობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები იყოს კარგი. ჩვენ გვქონდა სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც წინა ადმინისტრაციის მიერ შეჩერდა თუ გაუქმდა. რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ინტერესი, ჩვენი ურთიერთობები მოექცეს პოზიტიურ ჩარჩოებში და ეს იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ძალიან სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ იყოს შეხვედრებისა და ჩვენი პოზიციების გაცნობის შესაძლებლობა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი - საქართველო არის რეგიონის ლიდერი, ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მყარ საფუძველს, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი
საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
დავით ქართველიშვილი: ფორმალურად სამხრეთ კავკასიაში არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს საქართველოს „რეგიონულ ლიდერად“, მაგრამ პრაქტიკაში რეგიონის ყველა მთავარი კომუნიკაცია სწორედ მის გარშემო იწყებს ტრიალს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო - გამოძახებები ძირითადად უსაფრთხო ქვეწარმავლებზე ფიქსირდება, მათ შორის, გველხოკერაზე
არქივი