პეტერ მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 09 მაისი 2026, 22:39

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა.

პარლამენტში ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას მადიარმა თქვა, რომ ტომაშ შუიკოვმა თანამდებობა უნდა დატოვოს და მასთან ერთად იმ ლიდერებმაც, რომლებიც ვიქტორ ორბანის მთავრობას ემსახურებოდნენ.

„უნდა ითქვას, რომ ის, რაც ჩვენი მრავალი თანამოქალაქის წინააღმდეგ მოხდა, მიუღებელია. ამიტომ, ნება მომეცით, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოდიში მოგიხადოთ. მოვუწოდებ იმ ინსტიტუტების ლიდერებს, რომლებიც წინა სისტემის პოლიტიკური მსახურები იყვნენ, გამოიჩინონ გამბედაობა და 31 მაისამდე თანამდებობებიდან საკუთარი ნებით გადადგნენ და ეს ტომაშ შუიოკმა დაიწყოს“, – განაცხადა მადიარმა.

პეტერ მადიარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს ოფიციალურად მას შემდეგ დაიკავა, რაც ქვეყნის პარლამენტმა მას მხარი 140 ხმით დაუჭირა, 54 წინააღმდეგი იყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთის საგარეო უწყება უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევის დატოვებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” კანონს ხელი მოაწერა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
შალვა პაპუაშვილი: აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! - ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას და გულწრფელ დიალოგს
ლადო სადღობელაშვილი - ყველაზე საშიში ის ხალხია ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას უცხოეთიდან ცდილობს და საკუთარ ანგაჟირებულ ამბიციებს სამშობლოზე მაღლა აყენებს
არქივი