ჯანმო საკრუიზო გემზე, სადაც „ჰანტავირუსი“ გავრცელდა, მყოფი მგზავრების სამშობლოში დაბრუნების „მასშტაბურ, კოორდინირებულ და დაცულ ოპერაციას“ კვირას დაიწყებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 09 მაისი 2026, 22:40

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საკრუიზო გემზე, სადაც „ჰანტავირუსი“ გავრცელდა, მყოფი მგზავრების სამშობლოში დაბრუნების „მასშტაბურ, კოორდინირებულ და დაცულ ოპერაციას“ კვირას დაიწყებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიისა და პანდემიისთვის მზადყოფნისა და პრევენციის დირექტორმა, დოქტორმა მარია ვან კერჰოვემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გემზე მყოფ არცერთ პირს არ აღენიშნება სიმპტომები.

„გეგმა ასეთია: გემს პატარა ნავები დახვდებიან, რომლის მეშვეობითაც მგზავრების გადმოყვანა მოხერხდება ნაწილ-ნაწილ, ძალიან კოორდინირებულად და დაცულად მოხდება ეს. ამ ეტაპზე ბორტზე მყოფ არცერთ პირს სიმპტომები არ აღენიშნება და ეს შესანიშნავი სიახლეა. გემიდან გადმოყვანის შემდეგ ჩატარდება სამედიცინო სკრინინგი. ვირუსი ვინმეს თუ გამოუვლინდება, ის დაუყოვნებლივ სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავით იქნება გადაყვანილი ნიდერლანდებში სამკურნალოდ. რაც შეეხება ჯანმრთელ პირებს, ისინი გაემგზავრებიან ცალკეული თვითმფრინავებით და მათ სამშობლოში დააბრუნებენ“, – განაცხადა კერჰოვემ.

მედიასთან საუბრისას კერჰოვემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე „ჰანტავირუსის” რვა დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება და ვირუსის შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთის საგარეო უწყება უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევის დატოვებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” კანონს ხელი მოაწერა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
შალვა პაპუაშვილი: აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! - ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას და გულწრფელ დიალოგს
ლადო სადღობელაშვილი - ყველაზე საშიში ის ხალხია ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას უცხოეთიდან ცდილობს და საკუთარ ანგაჟირებულ ამბიციებს სამშობლოზე მაღლა აყენებს
არქივი