ვლადიმერ პუტინი - სწორედ დასავლეთი ომობს რუსეთთან უკრაინელების ხელით, ეს უკვე ყველასთვის გასაგები გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 10 მაისი 2026, 01:12

დასავლელმა პოლიტიკოსებმა ყველა მოატყუეს, დაწყებული დაპირებით, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. ამ ყველაფერმა კი უკრაინაში კონფლიქტი გამოიწვია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„დასავლეთის ამ ფიგურებმა, რომლებიც ცდილობენ უკრაინის გამოყენებას თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ყველა მოატყუეს და ახლა ამაზე საჯაროდ საუბრობენ. და ჩვენი მოტყუება დაიწყეს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში. ნატო არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს აღმოსავლეთისაკენ – ასე გვეუბნებოდნენ მაშინ. და რა გამოვიდა? სად არის ეს? აი, ამ ყველაფერმა   ერთობლიობაში გამოიწვია დღევანდელი სიტუაცია“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, სწორედ დასავლეთი ომობს რუსეთთან უკრაინელების ხელით.

„ისინი ჩვენთან ომობენ, მაგრამ უკრაინელების ხელით, გავიმეორებ, ეს უკვე ყველასთვის გასაგები გახდა“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებაზეც. მისი თქმით, ფინეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდა იმ იმედით, რომ რუსეთში ყველაფერი ჩამოიშლებოდა და ისინი რაღაცის ხელში ჩაგდებას შეძლებდნენ.

„რატომ გაწევრიანდა ფინეთი ნატო-ში? ფინეთთან რაიმე სახის ტერიტორიული დავა გვქონდა? არა. ყველაფერი დიდი ხნის წინ მოგვარდა, არაფერი იყო საჭირო და ფინეთის ხელმძღვანელობას ეს ძალიან კარგად ესმოდა. რატომ შეუერთდნენ ნატო-ს? – იმ იმედით, რომ აქ ყველაფერი ჩამოიშლებოდა და ისინი მაშინვე რაღაცებს ხელში ჩაიგდებდნენ“, – განაცხადა პუტინმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხუთ მოქმედ და ყოფილ ძალოვანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე: შვედეთი აცხადებს, რომ აკვირდება მედიკამენტებს, საფრანგეთმა კი ჯივინოსტატზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ, ამ საკითხს სჭირდება მხოლოდ პროფესიულ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები
არქივი