ხუთ მოქმედ და ყოფილ ძალოვანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 10 მაისი 2026, 13:27

ხუთ მოქმედ და ყოფილ ძალოვანს, რომლებიც 2024 წლის აპრილსა და ნოემბერში საპროტესტო აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილს, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, პატიმრობა შეეფარდათ.

მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ერთს კი დამატებით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლასაც.

„ამ დროის განმავლობაში ჩატარებული იყო არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა ასობით მოწმე, ასევე გამოთხოვილი იყო ათობით საათის ვიდეოჩანაწერი. ეს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები არ არის. უდიდესი სამუშაო იყო გაწეული და სწორედ ამის შედეგია, რომ ამ შემთხვევაში 5 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, თუმცა გამოძიება ამ ეტაპისთვისაც გრძელდება“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ.

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ გირაოს ითხოვდა.

„დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარეს. დაცვის მხარე ვშუამდგომლობდით სასამართლოს წინაშე, რომ გამოყენებული ყოფილიყო გირაო, იმ გარემოებების გამო, რომ მას არ უცდია და არც აპირებდა მიმალვას, ასევე მოწმეებზე რაიმე სახის ზეწოლა არ მოუხდენია. პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ბრალდებულმა მისცა საგამოძიებო ორგანოს დეტალური ჩვენება, სადაც აღნიშნა კიდევ, რომ ვინმეს მხრიდან დავალებას ადგილი არ ჰქონია და დანაშაული მხოლოდ მან ჩაიდინა“, - განაცხადა ადვოკატმა თორნიკე ტატუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ჯაფარიძე გენერალურ პროკურორს: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი და დღესაც ძალიან ბევრი, სააკაშვილის რეჟიმის დროს, გაუბედურებული და „გაკულაკებული" მოქალაქე ელოდება ამ დეპარტამენტის პასუხებს, რატომ ჭიანურდება ეს საქმეები?
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი პოლონეთიდან: ვფიქრობ, „უცხოელი აგენტების“ კანონი დემოკრატიულ ქვეყნებში არ უნდა მიიღებოდეს. ორგანიზაციებს არ უნდა აეკრძალოთ სხვადასხვა საქმიანობისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვა. ქართულმა ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მისი ხმა ისმოდეს
The Guardian: გერმანიის კანცლერი საპენსიო ასაკის 70 წლამდე გაზრდის გეგმას მხარს უჭერს
ევროპარლამენტარი გჟეგოჟ ბრაუნი: ის ომის წახალისებაზეა, ეს არის სიმართლე ევროკავშირის შესახებ. უფრთხილდით ამ ევროსაბჭოურ, ევრონაცისტურ სტრუქტურას, რომელიც თავს მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტად ასაღებს
გენერალური პროკურორი: თუკი ჩახუნაშვილი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი
არქივი