მეუფე შიო: ისევე, როგორც 49 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე აღსრულდა ჩვენს ეკლესიასა და ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი ილია მეორის გზის გაგრძელებისა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 10 მაისი 2026, 14:16

ხვალ საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, 3 კანდიდატს შორის, 142-ე პატრიარქს აირჩევენ. კრებაში ასობით დელეგატი იღებს მონაწილეობას, ხმის მიცემის უფლებით კი მხოლოდ მღვდელმთავრები ისარგებლებენ.

ისტორიული დღისთვის სამების საკათედრო ტაძარში სამზადისი უკვე მიმდინარეობს, დღეს კი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატია, მღვდელმთავრებთან ერთად წირვა აღავლინა და იქადაგა.

„მხოლოდ ამ მადლის მეშვეობით შეგვეძლება ჩვენ, ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ ყველას გველის - ეს არის დიდი, გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა უნდა მოხდეს. ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი, ღვთის ნებით, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო და ისევე, როგორც 49 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე აღსრულდა ჩვენს ეკლესიასა და ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა. ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთის მსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობისა და გაერთიანების თავგანწირული მსახურების“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილონ მასკი: USAID-ის ფულით ჩინეთში კორონავირუსზე კვლევა ფინანსდებოდა, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ სკანდალი სკანდალზეა ევროპარლამენტში, პირდაპირ დასტურდება, რომ ფულს იღებენ სხვადასხვა თემის ლობირებისთვის. ერთადერთი, რაც გვამშვიდებს არის ის, რომ მათ სიტყვას არავისთვის ფასი არ აქვს
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
ლევან მაჭავარიანი PACE-ს რეზოლუციაზე: მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო
შალვა პაპუაშვილი - ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხებათ, ერთადერთი, რაც გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს
არქივი