მეუფე ზოსიმე - მგონია, რომ ეკლესიამ სწორი არჩევანი გააკეთა - უწმინდესი შიო ღირსეულად გაუძღვება ქართულ ეკლესიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 11 მაისი 2026, 16:45

მგონია, რომ ეკლესიამ სწორი არჩევანი გააკეთა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა, მეუფე ზოსიმემ საქართველოს 142-ე პატრიარქად შიო მესამის არჩევის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, მეუფე შიო ღირსეულად გაუძღვება ქართულ ეკლესიას.

„მგონია, რომ ეკლესიამ სწორი არჩევანი გააკეთა. მეუფე შიო, უწმინდესი შიო ღირსეულად გაუძღვება ქართულ ეკლესიას“, - აღნიშნა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა, მეუფე ზოსიმემ.

ამასთან, კითხვაზე, პატრიარქობის რომელ კანდიდატს მისცა მან ხმა და დაემატა თუ არა მისი ხმა მეუფე შიოს, მიტროპოლიტი ზოსიმეს თქმით, „კი, დაემატა“.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვენესუელაში მაშველებმა ნანგრევებიდან ჩვილი ცოცხალი ამოიყვანეს - მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
შიო მესამე – ვულოცავთ ნონა გაფრინდაშვილს საიუბილეო თარიღს, მისი ღვაწლი ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება, შრომის, ნიჭის და ერთგულების წყალობით, მთელი ერის სიყვარული დაიმსახურო
მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
არქივი