ნიკა გვარამია სააკაშვილის პოსტზე: გასაგებია, რომ გვინდა ცვლილებები, მაგრამ რეალობა იმგვარია, როგორც არის და ყველანი ვცდილობთ ერთად, რომ ყველაფერი გამოგვივიდეს. მე არ ვარ დაბალი წარმოდგენის ქართულ ოპოზიციაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 12 მაისი 2026, 16:27

პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმაურება, რომელშიც ის ოპოზიციას აკრიტიკებს და ოპოზიციურ გაერთიანებას სტრატეგიას უწუნებს.

ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ სააკაშვილის კრიტიკის ობიექტი მისივე პარტიაა.

„პირველ რიგში, წერს საკუთარ პარტიაზე, რომელიც მას ჰყავს მოგეხსენებათ. გასაგებია, რომ გვინდა ცვლილებები, მით უმეტეს საქართველოს პრეზიდენტს 9 წლის განმავლობაში. მაგრამ რეალობა იმგვარია, როგორც არის და ყველანი ვცდილობთ ერთად, რომ ყველაფერი გამოგვივიდეს. მე არ ვარ დაბალი წარმოდგენის ქართულ ოპოზიციაზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „ახლა ცალ-ცალკე მოყელყელავე პარტიების და სინამდვილეში „ფეისბუქ კუტოკების“ ნაცვლად, საჭიროა დეცენტრალიზებული ჰორიზონტალური რადიკალური წინააღმდეგობის მოძრაობა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სააკაშვილი: ახლა ცალ-ცალკე მოყელყელავე პარტიების და სინამდვილეში „ფეისბუქ კუტოკების“ ნაცვლად, საჭიროა დეცენტრალიზებული ჰორიზონტალური რადიკალური წინააღმდეგობის მოძრაობა
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე: ვუყურებ სასულიერო პირებს და ცოტა ტრაგიკომიკური ხომ არ არის? მათგან გამოსჭვივის მატერიალური სიმდიდრე, ფუფუნება
ოპოზიციის აქტივისტი რომა მახარაძე პატრიარქ შიო III-ზე: არ მჯერა, რომ რაიმე სასიკეთოს გააკეთებს ხალხისთვის
ლიზა გეგეჭკორი რადიკალებზე: როგორც ეშმაკი კარგავს ძალას ჯვრის დანახვაზე, ზუსტად ისე ატეხეს ჭყვიტინი ახალი პატრიარქის დანახვისას - როგორ ახერხებენ, რომ ყველაზე ეროვნულად მნიშვნელოვან მომენტებშიც კი მხოლოდ ბოღმა და ზიზღი აფრქვიონ?
ზაალ ანჯაფარიძე: ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მინიშნება, თუ გნებავთ გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის
არქივი