78
13 მაისი 2026, 09:53
ირანული სააგენტო Fars News Agency-ის ინფორმაციით,ირანმა აშშ-ს მოლაპარაკებების განახლებისთვის ხუთი პირობა წაუყენა. ეს პირობებია:
- ყველა ფრონტზე ომის დასრულება, განსაკუთრებით ლიბანში;
- ირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციების მოხსნა;
- გაყინული ირანული ფინანსური აქტივების განბლოკვა;
- ომის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაცია;
- ირანის სუვერენიტეტის უფლების აღიარება ორმუზის სრუტეზე.
სააგენტოს წყაროს თქმით, ამ პირობების შესრულება აუცილებელია იმისთვის, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე ნდობის მინიმალური დონე მაინც შეიქმნას.
ირანმა ეს პირობები აშშ-ს იმ 14-პუნქტიანი წინადადების საპასუხოდ წარუდგინა, რომელიც ვაშინგტონმა გააგზავნა. ამ წინადადებებს შორის იყო მოთხოვნა, რომ ირანს უარი ეთქვა ბირთვული იარაღის შექმნაზე სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის პასუხი 10 მაისს მიიღო. მისი თქმით, ირანის შეთავაზებები არ მოეწონა და ისინი „მიუღებლად“ მიიჩნია.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |