უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენეს.
ანტიკორუფციული ორგანოების ინფორმაციით, მას ედავებიან დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზაციას ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში. აღნიშნული მუხლი 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ერმაკისთვის აღკვეთის ღონისძიება ჯერ არ არის შერჩეული. მისი საქმის განხილვა 13 მაისს გაგრძელდება.
ერმაკს ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელად 220 წელი მოუწევდა მუშაობა, რათა იმ გირაოს თანხა გამოემუშავებინა, რომლის მოთხოვნასაც უკრაინის პროკურატურა სასამართლოში აპირებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა სასამართლოსგან მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, თუმცა გირაოს გადახდის უფლებით. გირაოს ოდენობა 4,1 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი იულია მენდელი სკანდალური ინტერვიუთი გამოვიდა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან, სადაც განაცხადა, რომ ვლადიმირ ზელენსკი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მთავარი დაბრკოლებაა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |