ანდრეი სიბიგა: უკრაინას ომის ერთი დღე 450 მილიონი დოლარი უჯდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 13 მაისი 2026, 14:46

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, ომის ერთი დღე ქვეყანას 450 მილიონი დოლარი უჯდება.

„უკრაინაში ომის ერთი დღე დაახლოებით 450 მილიონი დოლარი ღირს. გარდა ამისა, ჩვენ ჯარისკაცების სისხლითაც ვიხდით საფასურს. შესაბამისად, ეს ჩვენთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ჩვენ ყველაზე მაღალ ფასს ვიხდით“, - განაცხადა სიბიგამ საერთაშორისო კონფერენციაზე PISM Strategic Ark Conference სიტყვით გამოსვლისას.

სიბიგამ აგრეთვე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი მშვიდობის დამყარების კუთხით უკრაინისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს, მაგრამ ამისთვის აშშ-ის მონაწილეობაა საჭირო.

„არ მჯერა, ან არარეალურად მიმაჩნია ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევის ნამდვილი პროცესის დასრულება ამერიკული მხარის მონაწილეობის გარეშე. ეს შეუძლებელია. ჩვენ მათი მონაწილეობა გვჭირდება, თუმცა, პარალელურად საჭიროა მათი ზეწოლა რუსეთზე“, - დასძინა სიბიგამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„დეილი ჯგუფის“ კომერციული დირექტორი: ვუერთდებით სოციალურ პასუხისმგებლობას, მომავალში კიდევ უფრო მაღალი ფასდაკლების აქციებსაც შევთავაზებთ მომხმარებლებს
გერმანიის ავტოინდუსტრია უახლოეს წლებში კიდევ 125 ათას სამუშაო ადგილს დაკარგავს. 100 ათასი თანამშრომელი უკვე შემცირებულია
„ლიბრეს“ კომერციული დირექტორი: ჩვენს ქსელში სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად არის წარმოდგენილი რამდენიმე პროდუქტი
ევროპარლამენტარი ფერნანდ კართაიზერი: ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა კრახს განიცდის. ვინც დიალოგს ემხრობა, მათ ბლოკავენ ისინი, ვინც ფანატიკურად ეწინააღმდეგებიან დიალოგს
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს
არქივი