ევროპარლამენტარმა ლუქსემბურგიდან ფერნანდ კართაიზერმა 11 მაისს გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შედეგები გააკრიტიკა.
კართაიზერის თქმით, 11 მაისს გამართულ საბჭოზე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კრახი გამოაშკარავდა. ევროდეპუტატის თქმით, როცა საქმე უკრაინაში ომის დასრულებას ეხება, ევროპა კვლავ ნულოვანი დიპლომატიისა და მეტი სანქციების პოლიტიკას მიმართავს.
კართაიზერი აღნიშნავს, რომ სერიოზული სამშვიდობო ინიციატივის გარეშე ევროპა პოლიტიკურ ჩიხშია შესული. სანქციების პოლიტიკა კი უშუალოდ ევროპის ეკონომიკას და ევროკავშირის დიპლომატიურ აქტუალობას აზარალებს.
„საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთი კვლავ აგრესიის, ომის კონტექსტში განიხილეს. სხვათა შორის, ამერიკელები ამ გამოთქმას არ იყენებენ, რადგან ძალიან კარგად იციან, თუ რაში მდგომარეობს რეალური კრიზისი. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა კრახს განიცდის. ვინც დიალოგს ემხრობა, მათ ბლოკავენ ისინი, ვინც ფანატიკურად ეწინააღმდეგებიან დიალოგს. ასეთები არიან კაია კალასი და ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, მათ შორის, სამწუხაროდ, გერმანიაც, რომელიც ამ ათწლეულის ბოლოსთვის აშკარად რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ მიისწრაფვის. ვერანაირ სარგებელს ვერ ვხედავ დიალოგისადმი სრული წინააღმდეგობის პოლიტიკის გაგრძელებაში. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ვართ ჩიხში, რომელიც ევროკავშირზე უარყოფითად აისახება. სანქციები ანადგურებს ჩვენს ეკონომიკას“, - განაცხადა კართაიზერმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |