49
13 მაისი 2026, 15:23
გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის გაერთიანების (VDA) შეფასებით, ელექტრომობილებზე გადასვლის გამო გერმანიის ავტოინდუსტრიაში 2019-2035 წლებში სამუშაო ადგილების შემცირება 225 ათასს მიაღწევს. ეს 35 ათასით მეტია, ვიდრე ადრე იყო პროგნოზირებული.
შიდა წვის ძრავებიდან ელექტრომობილებზე გადასვლა ერთადერთი მიზეზი არ არის. მდგომარეობაზე გავლენას ახდენს გერმანიასა და ევროპაში ბიზნესის წარმოების პირობების გაუარესებაც.
„მაღალი გადასახადები და მოსაკრებლები, ძვირი ენერგია, მაღალი შრომითი ხარჯები, გადაჭარბებული ბიუროკრატია. პრობლემების სია შეიძლება გაგრძელდეს“, - ამბობს VDA-ს თავმჯდომარე ჰილდეგარდ მიულერი.
გერმანიის ავტოინდუსტრიის დაახლოებით 100 ათასი თანამშრომელი უკვე გაათავისუფლეს 2019-2025 წლებში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |