„დეილი ჯგუფის“ კომერციული დირექტორი: ვუერთდებით სოციალურ პასუხისმგებლობას, მომავალში კიდევ უფრო მაღალი ფასდაკლების აქციებსაც შევთავაზებთ მომხმარებლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 13 მაისი 2026, 15:32

„დეილი ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა, მიხეილ ზამბახიძემ, „სასურსათო კალათაზე“ საუბრისას განაცხადა, რომ დამატებითი აქციების ფარგლებში, მომხმარებლები პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენას კიდევ უფრო დაბალ ფასად შეძლებენ.

მისი თქმით, ფასდაკლებები ძირითადად ბურღულეულზე, რძის პროდუქტებსა და გაყინულ ხორცპროდუქტებზე გავრცელდება, რომლებიც სამომხმარებლო კალათის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

„ეს დამატებითი აქცია, ვფიქრობ, უფრო კარგ სამსახურს გაუწევს და კიდევ უფრო დაბალ ფასებად შეუძლიათ შეიძინონ ეს პროდუქტები ჩვენმა მომხმარებლებმა. ფასდაკლებები იწყება 20%-დან და, მაქსიმუმ, შესაძლებელია იყოს 40%-ის ფარგლებში. ეს პროდუქტები, ყველა ჩვენგანს კარგად ესმის, ძირითადად, მოიაზრებს ბურღულს, რძეს, გაყინულ ხორცპროდუქტებს, რომლებიც შეადგენენ პირველადი მოხმარების კალათას ჩვენი მომხმარებლისთვის და ამიტომ სოციალურ პასუხისმგებლობას ვუერთდებით და ამას გავაგრძელებთ მთელი წლის განმავლობაში და მომავალში კიდევ უფრო კარგი და მაღალი ფასდაკლების აქციებსაც შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“, - განაცხადა „დეილი ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა მიხეილ ზამბახიძემ.

ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები მოეწყო. მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია. კალათის შექმნის და სასურსათო პროდუქტებზე ფასდაკლების სურვილი ყველა ქსელურმა მარკეტმა გამოთქვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გერმანიის ავტოინდუსტრია უახლოეს წლებში კიდევ 125 ათას სამუშაო ადგილს დაკარგავს. 100 ათასი თანამშრომელი უკვე შემცირებულია
„ლიბრეს“ კომერციული დირექტორი: ჩვენს ქსელში სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად არის წარმოდგენილი რამდენიმე პროდუქტი
ევროპარლამენტარი ფერნანდ კართაიზერი: ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა კრახს განიცდის. ვინც დიალოგს ემხრობა, მათ ბლოკავენ ისინი, ვინც ფანატიკურად ეწინააღმდეგებიან დიალოგს
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს
შევქმენით კატეგორია ტოპ-ფასი, რომელიც მოიცავს პირველადი მოხმარების პროდუქტის კატეგორიებს როგორიც არის ფქვილი, ზეთი, მაკარონი, ბრინჯი, კარაქი და ა.შ - "აგროჰაბის" კომერციული დირექტორი
არქივი