შოთა ბერეკაშვილი: მოხარული ვარ, რომ ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომლის მიზანიც არის მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასის შეთავაზება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 13 მაისი 2026, 16:54

ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომელშიც ძირითადად 12-დან 15-მდე საბაზისო პროდუქტია, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

ბერეკაშვილის თქმით, აღნიშნული მოდელი ეფუძნება ბაზრის კონკურენციის ელემენტებსა და ბაზრის საფასო პოლიტიკას.

„ფასების შემსწავლელი კომისიის ფარგლებში, ჩვენ შევისწავლეთ არაერთი ქვეყნის გამოცდილება, როდესაც მოკლევადიან პერიოდში მოხდა ბაზარზე მსუბუქი ინტერვენცია და ერთ-ერთი რეკომენდაცია ბერძნული მოდელი იყო. მე მოხარული ვარ, რომ ქსელებმა „ბერძნული მოდელის“ მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომელშიც ძირითადად 12-დან 15-მდე საბაზისო პროდუქტია.

აღნიშნული მოდელი ეფუძნება ბაზრის კონკურენციის ელემენტებს, ბაზრის საფასო პოლიტიკას. ბერძნული მოდელის მიზანია, რომ მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასი იყოს შეთავაზებული. ბერძნული მოდელი სწორედ ამას ეფუძნება.

ბიზნესზე არავითარი ზეწოლა არ არის. ეს არის ე.წ. მარკეტინგული პლატფორმის შექმნა, როდესაც ქსელები ერთმანეთთან შედიან კონკურენციაში და შედეგად მომხმარებელი საუკეთესო ფასს იღებს. ძალიან საინტერესო მოდელია. ვინმეს თუ აინტერესებს, დასკვნაში ძალიან კარგად არის გაწერილი, თუ როგორ მუშაობს და დასკვნა წაიკითხონ“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ჟორჟოლიანი: მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
„ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: პროდუქტების გაიაფებასთან დაკავშირებით დავიწყეთ თანამშრომლობა მომწოდებლებთან და ამ თანამშრომლობის საფუძველზე 7 მაისიდან უკვე დავიწყეთ აქცია, რომელიც ყოველკვირეულად განახლდება
„დეილი ჯგუფის“ კომერციული დირექტორი: ვუერთდებით სოციალურ პასუხისმგებლობას, მომავალში კიდევ უფრო მაღალი ფასდაკლების აქციებსაც შევთავაზებთ მომხმარებლებს
გერმანიის ავტოინდუსტრია უახლოეს წლებში კიდევ 125 ათას სამუშაო ადგილს დაკარგავს. 100 ათასი თანამშრომელი უკვე შემცირებულია
„ლიბრეს“ კომერციული დირექტორი: ჩვენს ქსელში სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად არის წარმოდგენილი რამდენიმე პროდუქტი
არქივი