„ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: პროდუქტების გაიაფებასთან დაკავშირებით დავიწყეთ თანამშრომლობა მომწოდებლებთან და ამ თანამშრომლობის საფუძველზე 7 მაისიდან უკვე დავიწყეთ აქცია, რომელიც ყოველკვირეულად განახლდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 13 მაისი 2026, 16:59

„ნიკორას“ სუპერმარკეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლის საჭიროებებზე ზრუნვა. შევიმუშავეთ პროდუქტების სია, რომელიც მათ ყოველდღიურ გამოყენებაში აქვთ, - განაცხადა „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე ჭელიძემ.

მისივე თქმით, ეს აქციები მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ ყოველდღიური პროდუქტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ და საყიდლები კიდევ უფრო მომგებიანი გახადონ.

„ამ პროდუქტების გაიაფებასთან და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დავიწყეთ თანამშრომლობა ჩვენს მომწოდებლებთან და ამ თანამშრომლობის საფუძველზე 7 მაისიდან უკვე დავიწყეთ აქცია, რომელიც ყოველკვირეულად განახლდება.

ეს აქციები მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ ყოველდღიური პროდუქტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ და საყიდლები კიდევ უფრო მომგებიანი გახადონ.

აქციების შესახებ ინფორმაცია ჩვენს სოციალურ ქსელებში დაანონსდება, თუმცა იმისთვის, რომ მომხმარებელმა დახლებზეც მარტივად შეძლოს ამ პროდუქტების ამოცნობა, შევიმუშავეთ სპეციალური ფასმაჩვენებლების დიზაინი, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, რომ მარტივად იპოვონ პროდუქცია ჩვენს ფილიალებში“, - აღნიშნა სალომე ჭელიძემ.

ქსელურ მარკეტებში, ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები გაკეთდა - მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ჟორჟოლიანი: მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
შოთა ბერეკაშვილი: მოხარული ვარ, რომ ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომლის მიზანიც არის მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასის შეთავაზება
„დეილი ჯგუფის“ კომერციული დირექტორი: ვუერთდებით სოციალურ პასუხისმგებლობას, მომავალში კიდევ უფრო მაღალი ფასდაკლების აქციებსაც შევთავაზებთ მომხმარებლებს
გერმანიის ავტოინდუსტრია უახლოეს წლებში კიდევ 125 ათას სამუშაო ადგილს დაკარგავს. 100 ათასი თანამშრომელი უკვე შემცირებულია
„ლიბრეს“ კომერციული დირექტორი: ჩვენს ქსელში სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად არის წარმოდგენილი რამდენიმე პროდუქტი
არქივი