Deutsche Welle: ევროკავშირის სასამართლომ დააკმაყოფილა რუსი ბიზნესმენის, მიხეილ გუცერიევის სარჩელი და გააუქმა მასზე დაწესებული სანქციები, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერისთვის ჰქონდა შეფარდებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 13 მაისი 2026, 20:07

ევროკავშირის სასამართლომ დააკმაყოფილა რუსი ბიზნესმენის, მიხეილ გუცერიევის სარჩელი და გააუქმა მასზე დაწესებული სანქციები, რომლებიც ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერისთვის ჰქონდა შეფარდებული. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ევროკავშირის საბჭომ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმის დასასაბუთებლად, რომ სანქციების გახანგრძლივების მომენტისთვის ბიზნესმენი კვლავ იღებდა სარგებელს ლუკაშენკოს რეჟიმისგან ან ეწეოდა მის მხარდაჭერას.

მიხეილ გუცერიევი ცნობილი რუსი მეწარმე და მილიარდერია, რომლის ქონებას Forbes-ი 7.7 მილიარდ დოლარად აფასებს.

იგი არის სამრეწველო-ფინანსური ჯგუფის, „საფმარის“ დამფუძნებელი და ძირითადი მფლობელი. აღნიშნულ ჰოლდინგში შედის ისეთი მსხვილი აქტივები, როგორიცაა ნავთობკომპანია „რუსნეფტი“, რითეილერები „მ.ვიდეო“ და „ელდორადო“, ასევე რადიოსადგურები „შანსონი“ და „დაჩა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურორის განცხადებით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ეპიზოდზე დაკითხულმა ხუთმა მოწმემ დაადასტურა ბრალდშ²⅚ პოზიცია
ადვოკატი - გრიგოლ ლილუაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს, ჩვენებას არ იძლევა, არ აღიარებს ბრალს - შემაჯამებელ გადაწყვეტილებას ევროსასამართლოში წავიღებთ
ერმაკის მკითხავი, რომელსაც ის, როგორც იწერება, კონსულტაციებისთვის მიმართავდა კიევის 51 წლის მცხოვრები ვერონიკა ანიკიევიჩია.
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკა სეფაშვილი: სწორედ ქართული ღირებულებებია ნაწილი იმ ევროპული ღირებულებებისა, რომელსაც ეფუძნება რეალური ევროპა
არქივი