ადვოკატი - გრიგოლ ლილუაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს, ჩვენებას არ იძლევა, არ აღიარებს ბრალს - შემაჯამებელ გადაწყვეტილებას ევროსასამართლოში წავიღებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 13 მაისი 2026, 20:44

ევროსასამართლოში არამარტო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას წავიღებთ, არამედ გარკვეულ გადაწყვეტილებებსაც, რაზედაც უარი გვეთქვა, მათ შორის, ისეთი სახის ინფორმაციის დაცვის მხარისათვის დამალვა, როგორიც არის მაგალითად გამამართლებელი მტკიცებულებები, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე, სადაც ბაგა-ბაღების სააგენტოს ეპიზოდზე მოწმეების დაკითხვისას ყველა მათგანმა გამორიცხა რაიმე ფორმით ლილუაშვილის მონაწილეობა ამ ეპიზოდთან მიმართებაში.

“ხუთივე მოწმემ გამორიცხა ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის რაიმე ფორმით მონაწილეობა იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რაც წარდგენილი აქვს მას ე.წ. ბაღების ეპიზოდთან მიმართებაში. არცერთი მოწმის მხრიდან არ დადასტურებულა და არ თქმულა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა ე.წ. ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით.

ბრალდების მხარე შესაძლოა ბრალის დადგენილებაში ამბობდეს გარკვეულ პოზიციას, თუმცაღა დასახელებული, ბუნებრივია, უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით.

მოწმეები, გარდა იმისა, რომ არ იცნობენ გრიგოლ ლილუაშვილს და არ უნახავთ არასდროს ეს ადამიანი, არც კი გაუგიათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილს რაიმე ფორმით შემხებლობა ან ჩართულობა ჰქონდა დასახელებულ ეპიზოდთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალთან მიმართებაში.

სასამართლო პროცესები იმიტომ იმართება, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება იქნეს გამოკვლეული და დადგენილი. შესაძლოა, პროკურატურას ჰქონდეს გარკვეული სახის ვერსია, ის მხარეს წარმოადგენს, ჩვენ გახლავართ დაცვის მხარე, ამ შემთხვევაში ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამოაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და განაჩენი, რომელიც, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გამამართლებელი იქნება.

თავად ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენებას ამ ეტაპამდე არ იძლევა, თუმცაღა ცალსახაა, რომ ის არ აღიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალს არცერთ ეპიზოდთან მიმართებაში.

სასამართლო პროცესები რომ ღია და საჯარო ყოფილიყო, მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარეს ჰქონდა პოზიცია, ვინაიდან მართლა ძალიან ბევრი რამ გვაქვს საზოგადოებისთვის სათქმელი სწორედ იმ მტკიცებულებების ფონზე, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რაც ცალსახად ადასტურებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის უდანაშაულობას. სწორედ ეს გვინდოდა ჩვენ, რომ სოციუმისთვის ყოფილიყო ცნობილი. სამწუხაროდ, ჩვენ ეს უფლებამოსილება შეზღუდული გვაქვს ერთი მხრივ, გაუთქმელობის ხელწერილზე ხელმოწერით და მეორე მხრივ, დახურული პროცესებიდან გამომდინარე.

გრიგოლ ლილუაშვილი დღეის მდგომარეობით იმყოფება სამართლებრივი დავის რეჟიმში და ამ პირობებში დაცვის მხარე ყველაფერს აკეთებს თუნდაც საჭიროების შემთხვევაში, როგორც ქვეყნის შიგნით მოხდეს ყველა დონეზე გასაჩივრება თუ აპელირება სამართლებრივი წესით, მათ შორის, საზღვარგარეთაც, ვგულისხმობ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

ევროსასამართლოში არამარტო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას წავიღებთ, არამედ გარკვეულ გადაწყვეტილებებსაც, რაზედაც უარი გვეთქვა, მათ შორის, ისეთი სახის ინფორმაციის დაცვის მხარისათვის დამალვა, როგორიც არის მაგალითად გამამართლებელი მტკიცებულებები. დიახ, გამამართლებელი სახის მტკიცებულებებზეა საუბარი, რომელიც სრული მოცულობით ჩვენ არ გადმოგვეცა, რასაც შესაბამისი პროცედურების დაცვით ასაჩივრებს დაცვის მხარე”, - განაცხადა ადვოკატმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურორის განცხადებით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ეპიზოდზე დაკითხულმა ხუთმა მოწმემ დაადასტურა ბრალდშ²⅚ პოზიცია
Deutsche Welle: ევროკავშირის სასამართლომ დააკმაყოფილა რუსი ბიზნესმენის, მიხეილ გუცერიევის სარჩელი და გააუქმა მასზე დაწესებული სანქციები, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერისთვის ჰქონდა შეფარდებული
ერმაკის მკითხავი, რომელსაც ის, როგორც იწერება, კონსულტაციებისთვის მიმართავდა კიევის 51 წლის მცხოვრები ვერონიკა ანიკიევიჩია.
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკა სეფაშვილი: სწორედ ქართული ღირებულებებია ნაწილი იმ ევროპული ღირებულებებისა, რომელსაც ეფუძნება რეალური ევროპა
არქივი