პროკურორის განცხადებით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ეპიზოდზე დაკითხულმა ხუთმა მოწმემ დაადასტურა ბრალდშ²⅚ პოზიცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 13 მაისი 2026, 20:47

ვის სააგენტოს ეპიზოდზე დაკითხულმა ხუთმა მოწმემ დაადასტურა პოზიცია, რაც ბრალდებას გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ აქვს

პროკურორის განცხადებით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ეპიზოდზე დაკითხულმა ხუთმა მოწმემ დაადასტურა პოზიცია, რაც ბრალდებას გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ აქვს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოში ხუთი მოწმე დაიკითხა, ხუთივე მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეხება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ეპიზოდს.

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ბრალად წარდგენილ ეპიზოდთან მიმართებით, ადასტურებდა იმ პოზიციას, რაც ბრალდების მხარეს გააჩნია.

„საზოგადოებისთვის ფართოდ არის ცნობილი, რომ ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე ბრალდების მხარემ დაიწყო მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს ჩვენ სასამართლოში წარმოდგენილი გვყავდა ხუთი მოწმე. ხუთივე მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეხება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ეპიზოდს.

ცხადად შემიძლია განგიმარტოთ, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ბრალად წარდგენილ ეპიზოდთან მიმართებით, ადასტურებდა იმ პოზიციას, რაც ბრალდების მხარეს გააჩნია. თუმცა მათ მიერ მიცემული ჩვენების დეტალებს შინაარსობრივად ვერ მოვყვები, რადგან ამ ეპიზოდში კიდევ რამდენიმე პირია დასაკითხი და შემდეგი პროცესები სრულად დაეთმობა ამ მოწმეებს. შესაბამისად, წინასწარ ვისაუბრო და სამომავლოდ დასაკითხ პირებს ინფორმაცია მივაწოდო, არ იქნება მართებული.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი როდესაც იყო კახაბერ გვანცელაძე და შესაბამის პოზიციას იკავებდა იმ დროისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი, ამ პერიოდში ხდებოდა სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებისაგან თანხის აღება. მათ უნდა უზრუნველეყოთ, რომ ტენდერის შესაბამისად მოეხდინათ ბაგა-ბაღების უზრუნველყოფა სხვადასხვა ტექნიკით და შესაბამისად, რომ ეს მონაწილეობა განხორციელებულიყო და ეს სქემა შესრულებულიყო, გადმოეცემოდათ მათ თანხა და შესაბამისად ნაწილდებოდა. მეტ დეტალს ვერ ჩავშლი“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტელეკომპანია „იმედი“ - ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
სლოვაკეთმა უკრაინასთან ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით ჩაკეტა
ადვოკატი - გრიგოლ ლილუაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს, ჩვენებას არ იძლევა, არ აღიარებს ბრალს - შემაჯამებელ გადაწყვეტილებას ევროსასამართლოში წავიღებთ
Deutsche Welle: ევროკავშირის სასამართლომ დააკმაყოფილა რუსი ბიზნესმენის, მიხეილ გუცერიევის სარჩელი და გააუქმა მასზე დაწესებული სანქციები, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერისთვის ჰქონდა შეფარდებული
არქივი