43
13 მაისი 2026, 22:06
სლოვაკეთმა უკრაინასთან ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით ჩაკეტა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქალაქ უჟჰოროდსა და იმიერკარპატების რეგიონზე მოსალოდნელი ფართომასშტაბური იერიშებია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმები სლოვაკეთის საზღვრიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში დაფიქსირდა.
„ფინანსური ადმინისტრაცია მოუწოდებს საზოგადოებას, თვალი ადევნონ განახლებულ ინფორმაციას და დაემორჩილონ ფინანსური ადმინისტრაციისა და პოლიციის თანამშრომლების მითითებებს. ჩვენ მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას მოვლენების განვითარების შესახებ“, - ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |